თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ექსპერტი ნიკა ჩიტაძე არ გამორიცხავს, რომ ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ საქართველოში ტერაქტები მოაწყოს ქვეყნის პროდასავლური კურსის გამო.
„ისლამური სახელმწიფო“ დღეისათვის ერთ–ერთი უმთავრესი საფრთხეა მსოფლიოსთვის. ტერორისტებმა სამ წელში ერაყისა და და სირიის მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაიპყრეს. ამას გარდა, ისინი ცდილობენ გაავრცელონ საკუთარი გავლენა ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში, კერძოდ კი ლიბიაში.
„საქართველოს საგარეო პოლიტიკური იორიენტაცია, ქვეყნის პროდასავლურობა, უარეს შემთხვევაში, შესაძლოა საქართველოში გარკვეული ტერორისტული და დივერსიული აქტების განხორციელების საფუძვლად იქცეს“, — აცხადებს ჩიტაძე.
„ისლამურ სახელმწიფოს“ აქვს მიზანი — დაამყაროს კავშირი ჩრდილოეთ კავკასიასთან, რაც შესაძლოა გამოიხატებოდეს გარკვეული შეიარაღების რეგიონიდან გაგზავნა–მიღებაში, მიაჩნია ექსპერტს. ჩიტაძე არ გამორიცხავს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ინტერესებში იქნება საქართველოს ტერიტორიის იარაღის ტრანსპორტირებისთვის დერეფნად გამოყენება.
„მთავარი პრობლემა ისაა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლებს სურთ კავშირის გაღრმავება ტერორისტულ ორგანიზაციებთან, მათ შორის, კავკასიის იმარათთან.,. ჩრდილოეთ კავკასიაში რამდენიემტერორისტული ორგანიზაცია მოქმედებს.გამომდინარე აქედან, მათი მიზანია დაუკავშირდნენ კავკასიასა და სამხრეთ რეგიონს“, — აღნიშნა ჩიტაძემ.
„ისლამური სახელმწიფოს“ „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლები შეეცდებიან განაგრძონ ახალგაზრდობის გადაბირება საკუთარ სამხედრო ფორმირებებში, მათ შორის საქართველოში, განსაკუთრებით კი პანკისის ხეობაში, ქვემო ქართლსა და ზემო აჭარაში, დარწმუნებულია ექსპერტი.
„შეიძლება ჩატარდეს აგიტაციურ–პროპაგანდისტული სამუშაოც. როგორც ცნობიია, ფუნდამენტალისტები და ტერორისტები დაახლოებით 500 გვერდს იყენებენ ახალგაზრდობის გადასაბირებლად“, — აღნიშნა მან.
ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ნატოს სასწავლო–საწვრთნელი ცენტრის გახსნამ შესაძლოა გააღიზიანოს „ისლამური სახელმწიფო“, თუმცა, მისი თქმით, ისლამისტებს რესურსები არ ეყოფათ ტერორისტუილ აქტების უშუალოდ ცენტრის სიახლოვეს მოსაწყობად.
„ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნა, შესაძლოა დავუკავშიროთ ქართველი და ნატოელი სამხედროების მომზადებას მათ შორის „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. ბუნებრივია, დემოკრატიული დასავლეთი მზადაა „ისლამურის ახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძიოლველად. „ის–ის“ ქმედებების აღსაკვეთად კავკასიის სტრატეგიულ რეგიონში ისინი საკუთარი გავლენის განძლიერებას შეეცდებიან“, — აღნიშნა მან.
სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, „ისლამური სახელმწიფო“ 90 ათას კვ. მეტრ ტერიტორიას აკონტროლებს, რომელზეც ტერორისტებმა ე.წ. ხალიფატი გამოაცხადეს – თავისი კანონებითა და ხელისუფლების ორგანოებით. ექსტრემისტული ორგანიზაციის წევრთა რაოდენობა, სხვადასხვა მონაცემებით, 50-დან 200 ათას ბოევიკამდე მერყეობს.
„ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის ერთიანი ფრონტი არ არსებობს. დაჯგუფებას ებრძვიან სირიისა და ერაყის სამთავრობო ჯარები, საერთაშორისო კოალიცია აშშ-ის მეთაურობით (ისინი მხოლოდ საჰაერო დარტყმებით შემოიფარგლებიან), ქურთები და ასევე ლიბანელი თუ ერაყელი შიიტი მეამბოხეები. საომარი მოქმედებების შედეგად დაიღუპა ასობით ათასი მშვიდობიანი მცხოვრები, ხოლო რამდენიმე მილიონი ლტოლვილად იქცა.