აჭარაში ტბის ფსკერზე საბრძოლო მასალები აღმოაჩინეს

© photo: Sputnik / Alexander Lyskin / გადასვლა მედიაბანკშიტბა
ტბა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული მედიის მტკიცებით, საბრძოლო მასალები ეკოლოგიური მდგომარეობისა და რეგიონის ტურისტული პოტენციალის შემსწავლელმა ექსპედიციამ იპოვა. მათი ინფორმაციით, მასალები ასლან აბაშიძის მმართველობისდროინდელია.

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საბრძოლო მასალები ბეშუმში, მწვანე ტბის ფსკერზე აღმოაჩინეს 31 აგვისტოს, იუწყება ქართული მედია საქართველოს შსს–ს პრესსამსახურზე დაყრდნობით. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დროისათვის უცნობია, ვინ იპოვა იარაღი. პოლიციელები ნაპოვნის ზედაპირზე ამოტანის მიზნით გარემოს სწავლობენ. 

საბრძოლო მასალები სავარაუდოდ ექსპლუატაციისთვის გამოსადეგია და სწორედ ამიტომ მუშაობენ ადგილზე გამნაღმველები, დაასკვნეს შსს–ში. 

ქართული მედიის მტკიცებით, საბრძოლო მასალები ეკოლოგიური მდგომარეობისა და რეგიონის ტურისტული პოტენციალის შემსწავლელმა ექსპედიციამ იპოვა. მათი ინფორმაციით, მასალები ასლან აბაშიძის მმართველობისდროინდელია.  

გარემოს დაცვის სამინისტროში ნაპოვნის თაობაზე არაფერი იციან. 


ყველა ახალი ამბავი
0