საქართველოში ინდური ინვესტიციები შემოვა

© photo: Sputnik / Rukkhyan / გადასვლა მედიაბანკშითბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინდოელი ბიზნესმენები ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გასაცნობად საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობენ. მათთან საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო თანამშრომლობს.

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. მსხვილი ინდური კომპანიები — Unique Mercantile India და Apna Punjab Resorts საქართველოში ინვესტირებას გეგმავენ, ამის შესახებ ცნობილი პოტენციურ ინვესტორებსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის ორშაბათს, 31 აგვისტოს გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა.

ინდური კომპანიების ხელმძღვანელები დაინტერესებულნი არიან თბილისში, წყალტუბოში, ბათუმსა და მესტიაში ოთხ და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების ქსელისა და პროფესიული გოლფის მოედნის მშენებლობა-ოპერირებით, ასევე — ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის შეძენით.

„პრემიერ-მინისტრი საქართველოში ინდური ინვესტიციის განხორციელებას მიესალმება და იმედოვნებს, რომ პროექტები წარმატებით განხორციელდება“, — აღნიშნულია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში.

ინდოელი ბიზნესმენები ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გასაცნობად საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობენ. მათთან საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო თანამშრომლობს.

მსხვილი ინდური კომპანიები ინდოეთში, სინგაპურში, მალაიზიასა და ინდონეზიაში რამდენიმე ათეულ სასტუმროს ფლობენ და ტურისტებს გადაყვანის სერვისსაც სთავაზობენ. 

ყველა ახალი ამბავი
0