თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. თბილისის ბარში „360 Terrace“, რომელიც შარდენზე მდებარეობს, 30 აგვისტოს ღამით ლიფტი მოწყდა და ჩავარდა. შედეგად, დაზარალდა ოთხი ადამიანი, იუწყება მედია შსს–ზე დაყრდნობით.
დაზარალებულებს ქვედა კიდურები აქვთ მოტეხილი, განუცხადეს მედიას „სასწრაფო დახმარების“ პრესცენტრში. ყველანი თბილისის კლინიკებში არიან გადაყვანილები.
თავის მხრივ, ბარის თანამშრომელმა კატეგორიულად უარყო ლიფტის ჩავარდნა.
შსს ლიფტის ჩავარდნის მიზეზების გამოძიებას შეუდგა. სისხლის სამართლის საქმე უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლითაა აღძრული.
აღნიშნული დანაშაული ჯარიმით, 2 წლამდე გამოსასწორებელი სამუშაოებით, ან 2 წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.