ეგვიპტის სანაპიროს ახლოს გაზის მსხვილი საბადო აღმოაჩინეს

© AFP 2024 / JACK GUEZნავთობის მოპოვება ზღვაში
ნავთობის მოპოვება ზღვაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეს სუპერგიგანტური აღმოჩენა სრულად შეძლებს ეგვიპტის მოთხოვნის დაკმაყოფილებას ბუნებრივ აირზე რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ასკვნის კომპანია „ენი“.

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ხმელთაშუა ზღვაში გაზის უმსხვილესი საბადო აღმოაჩინა იტალიის ნავთობგაზის წამყვანმა კომპანია „ენიმ“, ნათქვამია კომპანიის საიტზე განთავსებულ განცხადებაში. 

კომპანიის განცხადებით, მათ მიერ ნაპოვნი საბადო „სუპერგიგანტური აღმოჩენაა“ ბუნებრივი გაზის სფეროში. საბადო ეგვიპტის სანაპიროს მახლობლად, ზღვაში აღმოაჩინეს. 

კომპანიის მონაცემებით, ახალი საბადოს, Zohr–ის პოტენციალი, რომლის ფართობი დაახლოებით 100 კვ კილომეტრია, შესაძლოა 850 მლრდ კუბურ მეტრ გაზს აღწევდეს. 

„Zohr გაზის უმსხვილესი საბადოა, რომელიც ოდესმე აღმოუჩენიათ ეგვიპტესა და ხმელთაშუა ზღვაში“, — ხაზგასმულია „ენის“ განცხადებაში. 

კომპანიის გენერალური დირექტორი კლაუდიო დესკალცი უკვე გაემგზავრა ქაიროში, რათა ეგვიპტის პრეზიდენტს აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს. ის ასევე შეხვდება ქვეყნის პრემიერ–მინისტრსა და ნავთობისა და  მინერალური რესურსების მინისტრს. 

„ეს სუპერგიგანტური აღმოჩენა, მას შემდეგ, რაც სრულად დამუშავდება, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში დააკმაყოფილებს ეგვიპტის მოთხოვნას ბუნებრივ აირზე“, — ასკვნის „ენი“.


ყველა ახალი ამბავი
0