„ქართულმა ოცნებამ“ შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატები წარადგინა

პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნება"
პოლიტიკური კოალიცია ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
გამოწერა
შუალედური არჩევნების ჩატარება ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნაული ჯანაშიას გარდაცვალებისა და ფრაქცია „რესპუბლიკელები — ქართული ოცნების“ წევრის, თინათინ ხიდაშელის საქართველოს თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ გახდა აუცილებელი.

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის კანდიდატურები შეარჩია, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს, 31 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

მარტვილის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ დიპლომატი სოსო დანელია იქნება, ხოლო საგარეჯოს რაიონისა — არასამთავრობიო ორგანიზაცია საქართველოს სახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი, რომელიც ამჟამად სახალხო დამცველის აპარატში მუშაობს.

„საგარეჯოში ჩვენი კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატი გახლავთ თამარ ხიდაშელი. მინდა თავიდანვე აღვნიშნო, რომ ჩვენი ეს არჩევანი კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, თუ როგორ მნიშვნელობას ვანიჭებთ კვალიფიციური, პრინციპული და პროგრესულად მოაზროვნე ქალების პოლიტიკაში… მარტვილის მაჟორიტარობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ბატონ სოსო დანელიას. ბატონი სოსო წარმოშობით მარტვილიდან გახლავთ და ვფიქრობ, მარტვილელები კარგად იცნობენ მის ბიოგრაფიას. ბატონ სოსოს აქვს დიპლომატიურ სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

კოალიციის ლიდერი და კანდიდატები მომავალ არჩევნებში გამარჯვებაში დარწმუნებული არიან.

შუალედური არჩევნების ჩატარება ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნაული ჯანაშიას გარდაცვალებისა და ფრაქცია „რესპუბლიკელები — ქართული ოცნების“ წევრის თინათინ ხიდაშელის საქართველოს თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ გახდა აუცილებელი.

 

ყველა ახალი ამბავი
0