აშშ კიბერშეტევებთან დაკავშირებით ჩინეთის წინააღმდეგ სანქციათა პაკეტს ამზადებს

© photo: Sputnik / Stringerთეთრი სახლი
თეთრი სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩინეთმა არაერთხელ უარყო კიბერსივრცეში ნებისმიერი ფორმით მონაწილეობა და ჩინეთის ინტერნეტსივრცეში ამერიკული კიბერაქტიურობის შესახებ ასევე არაერთხელ განაცხადა.

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik.  აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია ეკონომიკური სანქციების შემუშავებას შეუდგა იმ ჩინური კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ამერიკული ორგანიზაციების მონაცემთა ბაზების ჰაკერულ შეტევებში მონაწილეობენ, იუწყება ორშაბათს გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“. 

მასალაში სანქციების პაკეტს „უპრეცედენტო“ უწოდეს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ის მუშავდება „იმ ჩინური კომპანიებისა და კერძო პირების წინააღმდეგ, რომლებიც მთავრობის მიერ ძვირფასი ამერიკული სავაჭრო საიდუმლოებების კიბერმიტაცებებით სარგებელს ნახულობენ“. ამასთან, აღნიშნულია, რომ „ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის“, მაგრამ „ფინალური სასტვენი, მალე, შესაძლოა ორი კვირის განმავლობაშიც გაისმას“. 

 „მსგავსი სანქციების დანერგვა იქნება პასუხი ჩინელი ჰაკერების მიერ წამოწყებული კიბერეკონომიკური შპიონაჟის მზარდ ტალღაზე აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან.  ჩინელი ჰაკერები, როგორც ამას (ამერიკელი) ოფიციალური პირები ამბობენ, იპარავენ ყველაფერს — დაწყებული ატომური ელექტროსადგურების პროექტებით და დამთავრებული ენერგეტიკული კომპანიების კონფიდენციალური მონაცემებით“, —  წერს გაზეთი.

მასალაში აღნიშნულია, რომ „ნებისმიერი ასეთი ქმედება მსოფლიოს ორი უმსხვილესი ეკონომიკის ურთიერთობებს განსაკუთრებით მგრძნობიარეს გახდის“.  ამასთან ყურადღება გამახვილებულია იმაზეც, რომ ვაშინგტონსა და პეკინს შორის რიგ საკითხებზე დაძაბულობა უკვე არსებობს.  

აშშ-მა ჩინეთსა და რუსეთს მთავარი კიბერსაფრთხე არაერთხელ უწოდა. ჯერ კიდევ 2011 წლის ნოემბერში ეროვნული კონტრდაზვერვის სამმართველომ აშშ-ის კონგრესისადმი მოხსენებაში აღნიშნა, რომ ამ ორი ქვეყნის ჰაკერები ყველაზე აქტიურად ცდილობენ ინტერნეტის მეშვეობით შეაღწიონ დაცულ სერვერებზე, სადაც შენახულია ეკონომიკური და თავდაცვითი ინფორმაცია. 

ჩინეთმა არაერთხელ უარყო კიბერსივრცეში ნებისმიერი ფორმით მონაწილეობა და ჩინეთის ინტერნეტსივრცეში ამერიკული კიბერაქტიურობის შესახებ ასევე არაერთხელ განაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0