უცხოეთში საქართველოს დიპმისიის ხელმძღვანელთა შეხვედრა თბილისში გაიმართება

© photo: Sputnik / Рухкян / გადასვლა მედიაბანკშითბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამბასადორიალის სამუშაო სესიების მონაწილეები იქნებიან საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალჩინოსნები, დეპუტატები და უცხოეთში დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები. გაიმართება შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან.

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისში 2–4 სექტემბერს ქვეყნის უცხოეთში დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრას (ამბასადორიალს) გამართავს. 

ამბასადორიალის გახსნაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საგარეო საქმეთა მინსიტრი თამარ ბერუჩაშვილი. გახსნას ასევე დაესწრებიან უცხოური დიპკორპუსის წარმომადგენლები და ქართველი პოლიტიკოსებიც, იუწყება საქართველოს საგარეო სამეთა სამინისტრო პრესსამსახური

ამბასადორიალის სამუშაო სესიების მონაწილეები იქნებიან საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალჩინოსნები, დეპუტატები და უცხოეთში დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები. გაიმართება შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან. 

„ამბასადორიალზე გაიმართება მსჯელობა ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, ასევე შეფასდება დიპლომატიური სამსახური მიერ გაწეული საქმიანობა და განისაზღვრება მომდევნო წლის საქმიანობის პრიორიტეტები“, — ნათქვამია  უწყების განცხადებაში. 

ამბასადორიალის მონაწილეებს საპატიო სტუმრის სტატუსით სიტყვით მიმართავენ საქართველოში ვიზიტად მყოფი სლოვაკეთისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრები მიროსლავ ლაიჩიკი და ბერგე ბრენდე. 

ამას გარდა, ამბასადორიალი 2015-ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტრი ფესტივალ „ღამის სერენადებთან“  ერთად საქველმოქმედო საღამოს უმასპინძლებს, რომლის ფარგლებშიც უწყება  თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ ახალგაზრდებს უმასპინძლებს. 

უცხოეთში საქართველოს დიპლომატიური მისიების შეხვედრა, ამბასადორიალი, უკვე 15 წელზე მეტია იმართება. ბოლო ექვსი წელია, რაც ამბასადორიალი ყოველწლირად სექტემბრის პირველ კვირაში ტარდება. 

ყველა ახალი ამბავი
0