ბათუმის დელფინარიუმში ინციდენტი მოხდა

© ge.rsp.travelბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უცნობი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა დელფინების „პატიმრობა“ გააპროტესტეს. ინციდენტის მონაწილეთა შორის თურქეთის მოქალაქეებიც იყვნენ.

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ბათუმის დელფინარიუმში 30 აგვისტოს თხუთმეტამდე ადამიანი შეიჭრა და დელფინების გათავისუფლება მოითხოვა. 

დელფინარიუმის დაცვამ პროტესტანების შეჩერება სცადა, მაგრამ თავდამსხმელებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და ორი თანამშრომელი დააბრმავეს, იუწყება ქართული მედია  შინაგან საქმეთა სამინისტროს გნცხადებაზე დაყრდნობით. 

„დელფინთან ინტერაქტივი მიმდინარეობდა, რომელსაც პატარა ბავშვები ესწრებოდნენ. უკანა პანდუსიდან, საიდანაც შემოსვლა უცხო პირებს ეკრძალებათ, შემოიჭრნენ ადამიანები ტრანსპარანტებით. ისინი ყვიროდნენ დაახლოებით ასეთი შინაარსის ლოზუნგებს: „თავისუფლება დელფინებს!“ მათ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, რის შედეგადაც დაცვის ორი თანამშრომელი დაზარალდა“, — განაცხადეს შსს–ში. 

სამართალდამცავებმა თავდასხმაში ეჭვმიტანილი 6 ადამიანი დაკითხეს. 

როგორც მოგვიანებით გაირკვა, პროტესტანტები უცნობი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები იყვნენ. ინციდენტის მონაწილეთა შორის თურქეთის მოქალაქეებიც იყვნენ. 

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. დამნაშავეებს ჯარიმა, ასოციდან ასოთხმოცამდე საათით საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობა, ან  15 თვით გამოსასწორებელი სამუშაოები დაეკისრებათ. 


ყველა ახალი ამბავი
0