მოლდავეთმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიძლება 2018 წლამდე შეიტანოს

© photo: Sputnik / Шахвердиев / გადასვლა მედიაბანკშიქალაქი კიშინიოვი
ქალაქი კიშინიოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრმა ნატალია გერმანმა განაცხადა, რომ ქვეყანას, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გეგმისა და ყველა რეფორმის სრულად განსახორციელებლად, პოლიტიკური სტაბილურობა სჭირდება.

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. მოლდავეთმა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განაცხადი შეიძლება არაუგვიანეს 2018 წლისა შეიტანოს, ასეთი მოსაზრება გამოთქვა რადიოსადგურ „მოლდოვა 1-ის“ ეთერში საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრმა ნატალია გერმანმა.

მოლდავეთმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი გასული წლის 27 ივნისს მოაწერა. ქვეყნის პარლამენტმა დოკუმენტის რატიფიცირება ივლისში მოახდინა. ამ შეთანხმებით მოლდავეთმა ეკონომიკის, ვაჭრობის, სასამართლო სისტემის რეფორმირების ვალდებულება აიღო

2015 წლის ზაფხულში მოლდავეთში მორიგი პოლიტიკური კრიზისი იყო. 12 ივნისს პრემიერ-მინისტრი კირილ გაბურიჩი გადადგა და განაცხადა, რომ „რეფორმების იმიტაციითა“ და „პოლიტიკური თამაშებით“ დაიღალა. ახალი პრემიერი — ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ვიცე-თავმჯდომარე ვალერი სტრელეცი პარლამენტმა 30 ივლისს დაამტკიცა. მან აღნიშნა, რომ ახალი მთავრობის ამოცანაა რუმინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება, უკრაინასთან ევროინტეგრაციაზე აქცენტირებული მრავალმხრივი და კეთილმეზობლური ურთიერთობების გამყარება, აშშ-თან დიალოგის გაღრმავება, რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის სტიმულირება.

 „მოლდავეთს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გეგმისა და ყველა რეფორმის სრულად განსახორციელებლად პოლიტიკური სტაბილურობა სჭირდება. მიმაჩნია, რომ მთავრობის ამჟამინდელი მანდატის ფარგლებში, რომელიც 2018 წლის ნოემბერში იწურება, ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა შეგვიძლია“, — განაცხადა გერმანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლდავეთს ევროკავშირთან დადებული ყველა პირობა მთლიანად ჯერ არ შეუსრულებია, რომ კიშინიოვს ჯერ კიდევ აქვს ბრიუსელის წინაშე ვალი. კერძოდ, არ დასრულებულა სასამართლო სისტემის რეფორმა, ხოლო კორუფციასთან ბრძოლა ძალზე დუნედ მიმდინარეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0