ფოთი კვლავ დაიტბორა

გამოწერა
ფოთის ნაბადის რაიონში დაიტბორა სახლების პირველი სართულები, დაზიანდა ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა.

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ფოთში 30-31 აგვისტოს ღამით მოსული კოკისპირული წვიმის გამო ქუჩები კვლავ დაიტბორა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

ნაბადის რაიონში კვლავ დაიტბორა სახლების პირველი სართულები, დაზიანდა ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა.

გარდა ამისა, ქალაქს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდა, რის გამოც ნაბადის რაიონის სატუმბი სადგური მწყობრიდან გამოვიდა. ამჟამად ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია.


ყველა ახალი ამბავი
0