საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ამერიკელ სტუდენტებს მოუგო

© photo: Sputnikკალათბურთი
კალათბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტრიესტის ტურნირის გამარჯვებული იტალიელები გახდნენ, რომლებმაც რუსეთის ნაკრებს გადამწყვეტ მატჩში ანგარიშით 68:63 მოუგეს.

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. იტალიაში საერთაშორისო ამხანაგური ტურნირის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებმა მიჩიგანის უნივერსიტეტის გუნდს ანგარიშით 71:70 სძლია.

ქართველმა კალათბურთელებმა პირველი მეოთხედი 13:18 წააგეს, მაგრამ თანდათან ძალა მოიკრიბეს, გააძლიერეს თავდაცვა, გააუმჯობესეს გადაცემების ხარისხი და შეტევების დასკვნით სტადიაზე მეტი სიზუსტით მოქმედებდნენ.

განსაკუთრებით აქტიურობდნენ ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია, რამაც თავისი ნაყოფი გამოიღო. შესვენებაზე გუნდები საქართველოს ნაკრების უპირატესობით, ანგარიშით 37:29 გავიდნენ.

მატჩის მესამე მონაკვეთი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და იგორ კოკოშკოვის გუნდის სამქულიანი უპირატესობით — 18:15 დასრულდა.

დასკვნით მეოთხედში საქართველოს ნაკრები, რომელიც 11 ქულით ლიდერობდა, აშკარად მოდუნებული გავიდა. ამერიკელებმა ტემპს მოუმატეს და შეხვედრის ბოლოს ორი შედეგიანი შეტევის შემდეგ სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირეს, მაგრამ ბოლო ზუსტი სროლისთვის დრო უკვე აღარ ეყოთ. 71:70 ანგარიშით საქართველოს ნაკრებმა მოიგო და ტურნირის მესამე ადგილზე გავიდა.

ყველაზე შედეგიანი მოთამაშე თორნიკე შენგელია გახდა, რომელმაც 18 ქულა დააგროვა. ზაზა ფაჩულიამ და მანუჩარ მარკოიშვილმა საკუთარ აქტივებზე 12-12 ქულა ჩაიწერეს.

ტრიესტის ტურნირის გამარჯვებული იტალიელები გახდნენ, რომლებმაც რუსეთის ნაკრებს გადამწყვეტ მატჩში ანგარიშით 68:63 მოუგეს.

იტალიის ტურნირი ევროპის ჩემპიონატის წინ დასკვნითი მოსამზადებელი ეტაპი გახდა. ჩემპიონატი სტარტს 5 სექტემბერს იღებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0