იანვარ-ივლისში საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტი 55%-ით შემცირდა

© photo: Sputnikნავთობის ტრანსპორტირება
ნავთობის ტრანსპორტირება - Sputnik საქართველო
გამოწერა
2015 წლის იანვარ-ივლისში იმპორტის მოცულობა აზერბაიჯანიდან საქართველოში, 2014 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით, 9.1%-ით შემცირდა და დაახლოებით 316,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. 2015 წლის იანვარ-ივლისში, 2014 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით, საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტის მოცულობა 55%-ით შემცირდა (186.2 მლნ აშშ დოლარი) და დაახლოებით 151.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ექსპორტის მთლიანი მოცულობის 6.9%-ია, იუწყება „საქსტატი“.

2015 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან აზერბაიჯანში განხორციელდა 46 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი, რაც 2014 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით 121.1 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია. 

საანგარიშო პერიოდში აზერბაიჯანში ექსპორტირებულია 19 მლნ აშშ დოლარის ღირებულების სამკურნალო საშუალებები, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 2.3 მლნ აშშ დოლარით მეტია.

აღნიშნულ პერიოდში ასევე დაფიქსირდა აზერბაიჯანიდან საქართველოში იმპორტის მოცულობის შემცირება 9.1%-ით, რამაც დაახლოებით 316.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ საქართველოს იმპორტის საერთო მოცულობის 4.4% შეადგინა.

აღნიშნულ პერიოდში ნავთობგაზისა და აირადი ნახშირწყალბადების (ბუნებრივი გაზი) იმპორტმა 183.6 მლნ აშშ დოლარი — დაახლოებით 895.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2014 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით 21.1 მლნ აშშ დოლარით მეტია.

საანგარიშო პერიოდში აზერბაიჯანიდან საქართველოში იმპორტირებული იყო 79.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 150.1 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 56.2 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია.

აღნიშნულ პერიოდში ელექტროენერგიის იმპორტმა 7.1 მლნ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 2014 წლის იანვარ-ივლისის პერიოდის მაჩვებელზე 5.1 მლნ აშშ დოლარით მეტია.

აზერბაიჯანი, 2015 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით,  მეორეა საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ სახელმწიფოთა შორის. საქართველოს საგარეო ვაჭრობამ აზერბაიჯანთან მოცემულ პერიოდში სულ 468 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 32%–ით ნაკლებია 2014 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით. საქართველოს საგარეო ვაჭრობაში აზერბაიჯანთან ბრუნვაზე 5% მოდის. 

 

ყველა ახალი ამბავი
0