ქართველმა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატში ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

© photo: Sputnik / Павел Лисицын / გადასვლა მედიაბანკშიძიუდო, ვარლამ ლიპარტელიანი
ძიუდო, ვარლამ ლიპარტელიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მესამე ადგილისათვის ბრძოლაში ქართველმა ძიუდოისტებმა გერმანელთა ხუთეული ანგარიშით 4:1 დაამარცხეს.

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

 ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ შეჯიბრში პირველი შეხვედრა ტუნისს მოუგო, ხოლო შემდეგ მონღოლეთის ნაკრებთან წააგო და ოქროს მედლისათვის ბრძოლას გამოეთიშა. შემდეგ საქართველოს ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 3:2 დაამარცხა. 

 მესამე ადგილისათვის ბრძოლაში ქართველმა ძიუდოისტებმა გერმანელთა ხუთეული ანგარიშით 4:1 დაამარცხეს.

ყველა ახალი ამბავი
0