საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა რუსეთის ნაკრებთან წააგო

© photo: Sputnik / Алексей Филиппов / გადასვლა მედიაბანკშისაქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა რუსეთის ნაკრებთან წააგო
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა რუსეთის ნაკრებთან წააგო - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს საქართველოს ნაკრები ტურნირის დასკვნით შეხვედრას გამართავს. მისი მოწინააღმდეგე მიჩიგანის უნივერსიტეტის გუნდი იქნება. ტურნირის გამარჯვებული კი რუსეთისა და იტალიის გუნდების შეხვედრაში გამოვლინდება.

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ნაკრებმა კალათბურთში რუსეთის გუნდთან საერთაშორისო ტურნირის მატჩი, რომელიც იტალიის ქალაქ ტრიესტში გაიმართა,  69:81 წააგო. 

 იგორ კოკოშკოვის გუნდს ანგარიში მხოლოდ მატჩის დასაწყისში მიჰყავდა. შემდეგ ინიციატივას სრულად რუსი კალათბურთელები ფლობდნენ. პირველი მეოთხედის ბოლოს რუსები 26:18-ს იგებდნენ, ხოლო დიდი შესვენებისათვის ანგარიში 42:36 იყო. 

 საქართველოს ნაკრებმა შეხვედრის მეორე ნაწილიც ცუდად ითამაშა. იყო მომენტი, როცა რუსი კალათბურთელები 19 ქულით წინ გავიდნენ. საბოლოოდ ფაჩულიამ და მისმა თანამებრძოლებმა მოახერხეს სხვაობის 12 ქულამდე შემცირება, მაგრამ ბრძოლის სადავეების ხელში აღება მაინც ვერ შეძლეს. 

 დღეს საქართველოს ნაკრები ტურნირის დასკვნით შეხვედრას გამართავს. მისი მოწინააღმდეგე  მიჩიგანის უნივერსიტეტის გუნდი იქნება. ტურნირის გამარჯვებული კი რუსეთისა და იტალიის გუნდების შეხვედრაში გამოვლინდება. 

 ტრიესტის ტურნირი საქართველოს ნაკრებისათვის ევროპის ჩემპიონატისათვის მოსამზადებელი დასკვნითი ეტაპია. ჩემპიონატი 5 სექტემბერს დაიწყება და 4 ქვეყანაში გაიმართება: საფრანგეთი, გერმანია, ხორვატია და ლატვია. 

 საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგეები "С" ჯგუფში იქნებიან საბერძნეთის, მაკედონიის, ჰოლანდიის, სლოვენიისა და ხორვატიის გუნდები. 


ყველა ახალი ამბავი
0