თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ადამ ოქრუაშვილმა (+100), ასტანაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ინდივიდუალური შეჯიბრების ბოლო დღეს, 29 აგვისტოს, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
წააგო რა ნახევარფინალური შეხვედრა იაპონელ რი შიჩინოხთან, ქართველი ძიუდოისტი რეპეშაჟში მოხვდა და მოუგო ორთაბრძოლა ანდრე ბრეიტბარტს გერმანიიდან.
ოქრუაშვილის ბრინჯაო საქართველოს ნაკრებისათვის მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე იდივიდუალური ჯილდო გახდა. მანამდე ვარლამ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში.
ოქრუაშვილის გარდა დღევანდელ შეჯიბრში მონაწილეობას იღებდა ლევან მათიაშვილი. მაგრამ პირველივე ორთაბრძოლაში ქართველმა ძიუდოისტმა ყირგიზათის წარმომადგენელს იური კრაკოვეტსკის დაუთმო.
კვირას, 30 აგვისტოს, მსოფლიო პირველობის დასკვნით დღეს, გუნდური შეჯიბრი შედგება, რომელშიც ქართული გუნდი ფავორიტებში განიხილება.