საქართველოდან თურქეთში ექსპორტის მოცულობა 14 %-ით შემცირდა

© photo: Sputnikსატვირთო ტრანსპორტი
სატვირთო ტრანსპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2015 წლის იანვარ-ივლისში 2014 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით, თურქეთიდან საქართველოში იმპორტის მოცულობა 23%-ით შემცირდა (224,1 მილიონი დოლარით) და 745,3 მილიონი დოლარი შეადგინა.

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. 2015 წლის იანვარ-ივლისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოდან თურქეთში ექსპორტის მოცულაბა 14 %-ით შემცირდა (თითქმის 20,2 მილიონი დოლრით)და 125 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა — საქართველოს საერთო ექსპორტის 5,7%, იტყობინება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.

კერძოდ, 2015 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან თურქეთში რკინის ნახევარფაბრიკატები ექსპორტირებულია 17,5 მილიონი დოლარის, რაც 5,3 მილიონი დოლარით ნაკლებია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 

საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის ექსპორტი 610,4 ათასი დოლარით გაიზარდა და 13,3 მილიონი დოლარი შეადგინა. ხოლო ტრიკოტაჟის პროდუქციის ექსპორტი 3 მილიონი დოლარით გაიზარდა და 28,1 მილიონი დოლარი შეადგინა. 

საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებულია ასევე თურქეთიდან საქართველოში იმპორტის მოცულობის შემცირება. 2015 წლის იანვარ-ივლისში 2014 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით. თურქეთიდან საქართველოში იმპორტის მოცულობა 23%-ით შემცირდა (224,1 მილიონი დოლარით) და 745,3  მილიონი დოლარი შეადგინა — 10,3% საქართველოს იმპორტის საერთო მოცულობიდან. 

2015 წლის იანვარ-ივლისში სამკურნალო საშუალებების იმპორტი 12  მილიონი დოლარით გაიზარდა და 47, 5 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო სანიტარულ-ჰიგიენური პროდუქციის იმპორტი 2.4 მილიონი დოლარით შემცირდა და 20,3 მილიონი დოლარი შეადგინა. 

საანგარიშო პერიოდში პლასტმასის მილების იმპორტმა 23,3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 4,6 მილიონი დოლარით მეტია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ხოლო  შავი მეტალის მეტალოკონსტრუქციის იმპორტი 357 ათასი დოლარით გაიზარდა და 19,5 მილიონი დოლარი შეადგინა. 

2015 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი თურქეთი იყო. საქართველოს თურქეთთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ მოცემულ პერიოდში 870,3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 22 %-ით ნაკლებია 2014 წლის იანვარ-ივლისის პერიოდზე. თურქეთთან ბრუნვამ  საქართველოს საერთო საგარეო სავაჭრო ბრუნვის 9,2% შეადგინა. 


ყველა ახალი ამბავი
0