თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. 25 აგვისტოს Facebook-მა „შესვლათა“ რაოდენობის ახალი რეკორდი დაამყარა. დღის განმავლობაში სოციალური ქსელი მილიარდმა ადამიანმა გამოიყენა, იტყობინება სააგენტო Sputnik.
„ჩვენ მორიგ ზღვარს გადავაბიჯეთ. პირველად ერთი დღის განმავლობაში Facebook-ი დღის განმავლობაში მილიარდმა ადამიანმა გამოიყენა“, — ციტირებს კომპანიის ხელმძღვანელს — მარკ ცუკერბერგს სააგენტო. „დედამიწაზე ყოველმა მეშვიდე ადამიანმა გამოიყენა Facebook“, — დააზუსტა მან.
კომპანიის ხელმძღვანელმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ეს ზღვარი ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიისათვის და მსოფლიოს გერთიანებისკენ გზის გაგრძელება უწოდა.
„ძალიან ვამაყობთ პროგრესით, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ. ჩვენი თანასაზოგადოება ისწრაფვის მომხმარებელს ხელი შეუწყოს წინსვლაში, შესაძლებლობების გაგებაში და ნებისმიერი ადამიანის ჩართვაში თანამედროვე მსოფლიოს შესაძლებლობებში“, — აღნიშნა Facebook-ის ხელმძღვანელმა.
ცუკერბერგმა Facebook 2004 წელს ჰარვარდის საერთო საცხოვრებელში ოთახის მეზობლებთან ერთად შექმნა. სამი წლის შემდეგ, მისი ნაშრომის წარმატების შედეგად, იგი მილიარდერი გახდა. ცუკერბერგი მაშინ 23 წლის იყო.
2012 წლის ოქტომბერში Facebook მომხმარებელთა რიცხვი ერთი მილიარდი გახდა.