ფოთის სანაპიროზე დამხრჩვალი ბავშვის ცხედარი იპოვეს

© photo: Sputnikზღვა
ზღვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბავშვი ხუთშაბათს აღელვებულ ზღვაში დასთან ერთად შევიდა. მათ ვერ შეძლეს ნაპირზე გამოსვლა. გოგონას გადარჩენა მოხერხდა. ბიჭს კი მაშველები მთელი ღამე ეძებდნენ.

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. შავი ზღვის პირა ქალაქ ფოთის სანაპიროზე 12 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს, იტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური „112“ პარასკევს, 28 აგვისტოს.

 ბავშვი ხუთშაბათს აღელვებულ ზღვაში დასთან ერთად შევიდა. მათ ვერ შეძლეს ნაპირზე გამოსვლა. გოგონას გადარჩენა მოხერხდა. ბიჭს კი მაშველები მთელი ღამე ეძებდნენ. 

 ბიჭის ცხედარის აღმოჩენა მაშველებმა მხოლოდ გამთენიისას შეძლეს, იტყობინება უწყება.


ყველა ახალი ამბავი
0