"არმატა" კიბერსივრცეში: როგორ გამოიყურება ტანკი კომპიუტერულ თამაშში

გამოწერა
რუსეთის ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლებმა ონლაინ თამაში უჩვენეს, რომელშიც ახალი ტანკი "არმატა" მოქმედებს. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ გამოიყურება რუსეთის თავდაცვის მრეწველობის სიახლე კიბერ სივრცეში.

რუსეთის ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლებმა ონლაინ თამაში უჩვენეს, რომელშიც ახალი ტანკი "არმატა" მოქმედებს. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ გამოიყურება რუსეთის თავდაცვის მრეწველობის სიახლე კიბერ სივრცეში.

კომპიუტერული თამაშების შემქმნელი კომპანიის თანამშრომლება ისაუბრეს, თუ როგორ დაებადათ იდეა მათ მიერ შექმნილ სატანკო ექშენში ჩაერთოთ ტ-14 "არმატა", ასევე პერსპექტიული გამოგონების პატივსაცემად პროექტისათვის დასახელება შეეცვალათ.

"იმის გათვალისწინებით, რომ ტანკი "არმატა" არის არამხოლოდ სამამულო, არამედ მსოფლიო ტანკმშენებლობის მწვერვალი, სამართლიანად ჩავთვალეთ, მისი თამაშში საბრძოლო ტანკად გამოჩენის გარდა, ჩვენი პროექტისათვისაც ასე დაგვერქმია", — განაცხადა კომპანიის სათამაშო მიმართულების ხელმძღვანელმა ოლეგ შპილჩევსკიმ.

ტ-14 არის პირველი რუსული შეიარაღება, რომელიც პოსტსაბჭოურ ეპოქაში შეიქმნა. ის აღჭურვილია სრულიად ავტომატიზირებული გალავნით. "არმატა" უფრო მსუბუქია, ვიდრე დასავლური ტანკების უმეტესობა. ტ-14-ს შეუძლია 90 კმ/სთ სისწრაფის განვითარება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, მომავალში "არმატა" შესაძლოა პირველი უპილოო ტანკი გახდეს.

ყველა ახალი ამბავი
0