ხაბაროვსკის მკვიდრს გარიკ კირაკოსიანს საკუთარ ეზოში ჰიმალაის დათვები მაშა და მიშა ჰყავს. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ პირობებში ცხოვრობენ უჩვეულო შინაური ცხოველები.
ხაბაროვსკის მკვიდრს გარიკ კირაკოსიანს ცხოველთა კერძო თავშესაფარში ჰიმალაის დათვები ჰყავს. ცხოველების წყვილი, რომელთა სახალებია მიშა და მაშა, სახლის გვერდით გალიაშია. ასეთი მეზობლობა ადგილობრივ მაცხოვრებლებში შიშს იწვევს.
როგორც დათვების პატრონი და მისი ოჯახი ირწმუნებიან, ცხოველები არ წარმოადგენენ საფრთხეს გარშემო მყოფთათვის, ვინაიდან ჰიმალაის დათვები ვეგეტარიანელები არიან და არასდროს ესხმიან თავს ადამიანს.
"აქ ცხოვრობენ 2002 წლიდან. ხალხის მოსვლა უხარიათ. არავის არაფერში ხელს არ უშლიან. ზოგიერთ ადამიანს ჩვენს რაიონში ეშინია", — განაცხადა გარიკ კირაკოსიანის ძმის შვილმა არტიომმა.
როგორც Ruptly იუწყება, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა უკვე მიმართეს ხელისუფლებას დათვების ხალხისგან მოშორებით გადაყვანის მოთხოვნით.
ჰმალაის დათვი — ძუძუმწოვართა კატეგორიის მტაცებელი, ზრდასრული მამრი დათვები 170 სმ სიგრძეს და 140-150 კგ წონას აღწევენ. გავრცელებულია ამურის ოლქში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ცხოვრობენ ტყეში. იკვებება ძირითადად სხვადასხვა ხილით, მცენარეებით, ფესვებითა და თხილით, ნადირობს იშვიათად, ხალხს თავს არ ესხმის.
ჰიმალაის დათვი ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელ წიგნშია შეყვანილი, როგორც სუსტი სახეობა და ჩართულია ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით ვაჭრობის საერთაშორისო პროგრამის პირველ კონვენციაში, რაც გადაშენების პირას ყოფნას მოიაზრებს. 2011 წელს სრულიად რუსეთის სპეციალისტების კონფერენციის VIII რეზოლუციაში, რომელიც გადაშანების პირას მყოფ დათვებს ეხება, ჰიმალაის დათვის, როგორც რაოდენობრივად ცოტა და ბუნებიდან სწრაფად გაქრობადი სახეობის რუსეთის წითელ წიგნში შეყვანის აუცილებლობა აღინიშნა.