საქართველოს რაგბის ნაკრები „ნიუკასლ ფელკონსს“ შეხვდება

გამოწერა
ჰეიგმა განაცხადა, რომ „ნიუკასლ ფელკონსს“ კარგი სათამაშო სტრუქტურა აქვს და სწორედ ასეთ მოწინააღმდეგესთან შეხვედრაა აუცილებელი ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებისთვის.

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას გამართავს ინგლისური პრემიერ–ლიგის კლუბ „ნიუკასლ ფელკონთან“ პარასკევს, 28 აგვისტოს. 

„შეკრებებზე ინგლისში კანადისა და იაპონიის ნაკრებებთან ტესტ–მატჩებამდე სამ შეხვედრას გავმართავთ. ძალიან გვინდოდა, რომ ერთ–ერთ მოწინააღმდეგედ პრემიერ–ლიგის გუნდი გვყოლოდა“, — აღნიშნა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰეიგმა. 

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ „ნიუკასლ ფელკონსს“ კარგი სათამაშო სტრუქტურა აქვს და სწორედ ასეთ მოწინააღმდეგესთან შეხვედრაა აუცილებელი ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებისთვის. 

თამაში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. საქართველოს რაგბის კავშირი მატჩის ტექსტურ ონლაინ ტრანსლაციას მოაწყობს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. თამაშისთვის თვალყურის მიდევნება „ნიუკასლ ფელკონსის“ ტვიტერზეც შეიძლება. 


ყველა ახალი ამბავი
0