გაერო: სომხეთის მოსახლეობა 2100 წლისთვის 1,7-1,8 მილიონამდე შემცირდება

© Асатур Есаянц / გადასვლა მედიაბანკშისომხეთი
სომხეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეროს მოსახლეობის ფონდის სომხური ოფისის აღმასრულებელი წარმომადგენლის გარიკ აირაპეტიანის განცხადებით, სომხეთის მოსახლეობის შემცირების ძირითადი მიზეზები შობადობის კლება, მიგრაცია და ერის დაბერება იქნება.

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. გაეროს პროგნოზით, სომხეთის მოსახლეობა 2100 წლისთვის 1,7-1,8 მილიონამდე შემცირდება, განაცხადა გაეროს მოსახლეობის ფონდის სომხური ოფისის აღმასრულებელმა წარმომადგენლმა გარიკ აირაპეტიანმა, იუწყება საააგენტო „სპუტნიკ არმენია“.

„ამჟამად სომხეთის მოსახლეობა დე-იურე დაახლოებით 3 მილიონი ადამიანია, დე-ფაქტო კი — 2,6-2,8 მილიონი. გაეროს პროგნოზი მოსახლოების აღწერას ეყრდნობა, რომელიც მსოფლიოში 2010 წელს ჩატარდა“, — განაცხადა აირაპეტიანმა კონფერენციაზე პარასკევს. 

მისი თქმით, 2100 წლისთვის მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობა 11,2 მილიარდს მიაღწევს, რაც, ძირითადად აფრიკის მოსახლეობის ხარჯზე მოხდება. როგორც ვარაუდობენ, აზერბაიჯანის მოსახლეობა იმ დროისთვის 9,5 მლნ იქნება. 

„სომხეთის მოსახლეობის შემცირების ძირითადი მიზეზები შობადობის შემცირება, მიგრაცია და ერის დაბერება იქნება. დიდ საფრთხეს  ქმნის შრომისუნარიანი და საპენსიო ასაკის მოსახლეობის ურთიერთშეფარდების მაჩვენებელიც“, — განაცხადა აირაპეტიანმა.

რაც შეეხება მიგრაციას, მისი შეფასებით, 2015 წელს მიგრაციის უარყოფითი სალდო სომხეთში 25 ათას ადამიანს შეადგენს, ხოლო 2100 წელს ეს მაჩვენებელი, როგორც პროგნოზირებენ, 12 ათასი ადამიანი იქნება.

 „ეს მხოლოდ პროგნოზებია და ასე იქნება თუ არა, ჩვენზეა დამოკიდებული. პოლიტიკური ნების არსებობის, ასევე სომხეთის მოსახლეობის შემცირების პრიორიტეტული მიზეზების განსაზღვრის შემთხვევაში, პრობლემის ნაწილობრივ შემსუბუქება მაინც შეგვიძლია“, — განაცხადა აირაპეტიანმა.

დემოგრაფმა რუბენ ეგანიანმა განაცხადა, რომ მისი გამოთვლებით, სომხეთს წელიწადში დაახლოებით 30 ათასი ადამიანი ტოვებს.

„მთლიანობაში, მთელ მსოფლიოში შეიმჩნევა შობადობის შემცირების ხარჯზე მოსახლეობის ზრდის ტემპების შენელება. შობადობა კი იმიტომ მცირდება, რომ მოსახლეობა კეთილდღეობისა და განათლების დონის ამაღლებას უფრო მეტად ესწრაფვის“, — განაცხადა ეგანიანმა. 

მისი აზრით, ამჟამად სომხეთში შობადობის კოეფიციენტი 1,6-1,7-ს შეადგენს, მაგრამ დღესდღეობით სომხეთისთვის უფრო დიდ პრობლემას მიგრაცია წარმოადგენს. 

 

ყველა ახალი ამბავი
0