ნატოს სასწავლო ცენტრი საქართველოში: მომზადება დასავლური სტანდარტების მიხედვით
ნატოს სასწავლო ცენტრი საქართველოში: მომზადება დასავლური სტანდარტების მიხედვით
Sputnik საქართველო
საქართველოში სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის გახსნა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ქვეყნის სამხედრო თანამშრომლობის სფეროში მიმდინარე წლის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად იქცა. 28.08.2015-ს, Sputnik საქართველო
საქართველოში სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის გახსნა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ქვეყნის სამხედრო თანამშრომლობის სფეროში მიმდინარე წლის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად იქცა.
საქართველოში სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის გახსნა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ქვეყნის სამხედრო თანამშრომლობის სფეროში მიმდინარე წლის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად იქცა.
გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებმა. ფოტოზე - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, იენს სტოლტენბერგი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ხსნიან.საქართველოს რუქის ფორმის დაფას კრწანისის ბაზის ცენტრის სახელწოდებით.
საზეიმო ცერემონია გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა - ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა მას შემდეგ, რაც ღონისძიებაზე განთავსებული სამხედრო ქვედანაყოფების სარდლისგან რაპორტი მიიღო.
ნატოს ცენტრის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ ქართველი კონტრაქტორი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც უცხოელი ინსტურქტორები უვე ავარჯიშებენ დასავლური სტანდარტების მიხედვით და მონაწილეობენ საზღვარგარეთის სამშვიდობო მისიებში.
როგორც გახსნის ცერემონიაზე აღინიშნებოდა, ნატოს სასწავლო ცენტრში მოემზადებიან არამხოლოდ ქართველი, არამედ ნატოს წევრი ქვეყნებისა და ალიანსის პარტნიორების სამხერო მოსამსახურეები.
როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა ცენტრის გახსნის ცერემონიაზე, ერთობლივი სწავლებები და ვარჯიშები ქართველი სამხედროების სხვა ქვეყნების ქვედანაყოფებთან ურთიერთქმედებების დონის აწევის საწინდარია.
ცერემონიაზე აღინიშნა, რომ მომზადებისა და სწავლების პროცესი არამხოლოდ სასწავლო ცენტრის, არამედ საქართველოს სხვა სამხედრო ბაზების ტერიტორიებზეც ჩატარდება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, მოსამზადებელი სამუშაოების სწრაფად დასრულებისკენ მოუწოდა, რათა ცენტრმა მალე დაიწყოს ფუნქციონირება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სასწავლო ცენტრის გახსნა არ არის მიმართული რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ. "ეს კეთდება საქართველოს უსაფრთხოების გასამყარებლად", - განაცხადა მან.
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სამახსოვრო სურათს იღებს ქართველ და უცხოელ სამხედრო მოსამსახურეებთან სასწავლო ცენტრის დასახელების სტილური დაფის ფონზე.
ნატოს სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი საქართველოში ერთი წლის წინ ალიანსთან ქვეყნის დაახლოების თემისადმი მიძღვნილი უელსის სამიტის გადაწყვეტილების შესრულების ფარგლებში გაიხსნა, - გაანცხადეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. "ეს ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებისაკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია", - ცერემონიაზე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა.