აღმოსავლეთ საქართველოში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

© photo: Sputnikპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთმანეთის საპირისპიროდ მოძრავი „ოპელისა“ და „მერსედესის“ მარკის ავტომობილები ერთმანეთს სოფელ მელაანთან შეეჯახნენ.

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. აღმოსავლეთ საქართველოში მომხდარ ავტოავარიაში ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა, განუცხადეს ჟურნალისტებს პარასკევს, 28 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

 „ერთმანეთის საპირისპიროდ მოძრავი „ოპელისა“ და „მერსედესის“ მარკის ავტომობილები ერთმანეთს სოფელ მელაანთან შეეჯახნენ. ავტოავარია გუშინ საღამოს მოხდა. „ოპელის“ მძღოლი და ორი მგზავრი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, ხოლო „მერსედესის“ მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა“, — იუწყება პრეს-სამსახური.

საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დარღვევა“.

ტარდება ექსპერტიზა, რომელიც შეჯახებაში დამნაშავეს დაადგენს. 

ყველა ახალი ამბავი
0