საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია 1 სექტემბერს გაიხსნება

© facebook.com/Margvelashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტს მოუწევს გადახედოს ვეტოს გადალახვის საკითხს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკისგან საზედამხედველო სამსახურის გამოყოფის კანონპროექტს დაადო.

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პარლამენტი მუშაობას 1 სექტემბერს განაახლებს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას 28 აგვისტოს. 

„საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნება. უკვე 2 სექტემბერს გაიმართება პლენარული სხდომა“, — აღნიშნა საგანელიძემ. 

საკანონმდებლო ორგანოს რიგი კანონპროექტებისა და საკითხების განხილვა მოუწევს, მათ შორის, ვეტოს გადალახვის საკითხისა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის სტრუქტურიდან საზედამხედველო სამსახურის გამოყოფის კანონპროექტს დაადო. საპარლამენტო უმრავლესობაში დარწმუნებულები არიან, რომ ვეტოს დაძლევენ. 

ყველა ახალი ამბავი
0