პატიმრები შიმშილობას განაგრძობენ

© photo: Sputnik / Andrey Stenin / გადასვლა მედიაბანკშიპატიმარი
პატიმარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის ახალი რედაქციის თანახმად, გაიყო ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზაციისა და შენახვის ცნება და ასევე შემცირდა სასჯელის ვადა ნარკოტიკების შენახვაზე.

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. რუსთავის ციხეში უკვე 12 პატიმარი შიმშილობს ანტინარკოტიკული კანონმდებლობის გადახედვის მოთხოვნით, აუწყა მედიას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ პარასკევს, 28 აგვისტოს. 

ათი დღის წინ ამავე ციხეში ცხრა პატიმარმა, რომელთა შორის ერთმა პირი ამოიკერა, შიმშილობა გამოაცხადა ზემოთ აღნიშნული მუხლის გადახედვის მოთხოვნით. მალე მათ კიდევ სამი პატიმარი შეურთდა. 

„შიმშილობა გრძელდება. მათ ექიმები აკვირდებიან. პატიმრები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის გადახედვას მოითხოვენ. ისინი არ ითხოვენ სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრას. მათი მოთხოვნის ადრესატი პარლამენტია“, — ამბობს უწყების თანამშრომელი. 

პატიმრები, რომლევიც უკვე რამდენიმე დღეა შიმშილობენ, აღშფოთებულები არიან სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის ახალი რედაქციის თანახმად, გაიყო ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზაციისა და შენახვის ცნება და ასევე შემცირდა სასჯელის ვადა ნარკოტიკების შენახვაზე, ხოლო რეალიზაციისათვის სასჯელის ვადა უცვლელი — 6–დან 11 წლამდე დარჩა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0