როგორი ქვებით არიან უკვდავყოფილები ცნობილი პერსონები საქართველოში? პასუხის ძიებაში Sputnik კორესპონდენტმა ბესიკ ფიფიამ გამოჩენილ ადამიანთა რამდენიმე საფლავი მოინახულა და ფოტოზე აღბეჭდა: ლიტერატორების, მსახიობების, მხატვრების, პოლიტიკოსების, სამღვდელოების წარმომადგენლების, ბიზნესმენებისა და სპორტის. ერთი სიტყვით, იმ პიროვნებების, ვინც კვალი დატოვა ისტორიაში.
© photo: Sputnik / Бесик Пипияბოდბის წმიდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში მოციქულთა სწორი, ქართველთა გამქრისტიანებელი (IV საუკუნე) ნინო კაპადოკიელის წმიდა ნაწილებია დაფლული. ის საქართველოში საკუთარი თმით გამაგრებული ვაზის ჯვრით შემოვიდა, მთელი ქვეყანა შემოიარა, სნეულებს უმკურნალა და ხალხი უფლის გზაზე შეაყენა. მისმა ქადაგებებმა მთელი საქართველო გააქრისტიანა.
1/15
© photo: Sputnik / Бесик Пипия
ბოდბის წმიდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში მოციქულთა სწორი, ქართველთა გამქრისტიანებელი (IV საუკუნე) ნინო კაპადოკიელის წმიდა ნაწილებია დაფლული. ის საქართველოში საკუთარი თმით გამაგრებული ვაზის ჯვრით შემოვიდა, მთელი ქვეყანა შემოიარა, სნეულებს უმკურნალა და ხალხი უფლის გზაზე შეაყენა. მისმა ქადაგებებმა მთელი საქართველო გააქრისტიანა.
© photo: Sputnik / Бесик Пипияსაქართველოს ყველა დროის უდიდესმა მეფემ, დავით აღმაშენებელმა (XII საუკუნე) ანდერძად გელათის მონასტერში დაკრძალვა დაიბარა, ისე, რომ ტაძარში ყველა შემსვლელს ფეხი დაედგა მისი საფლავის ქვაზე, რათა მეფეს თითოეული ქართველის გულისცემა ეგრძნო.
ვიქტორ ასტაფიევი ასე აღწერს ამ ადგილს: გელათის მონასტრის შესასვლელში ველური ქვისგან უხეშად გამოთლილი უზარმაზარი ფილა ეგო, რომელსაც ფეხის ხშირი დაბიჯებით ნახევრად გაცვეთილ–გადაშლილი განსაცვიფრებელი ქართული წარწერა ეტყობოდა. გელათის გარშემო ყველასა და ყველაფერს სუნთქვაც კი შეეწყვიტა. აქ მარადიულობა დუმდა და ისე უგდებდა ყურს შემოქმედის ნაღვლიან სიბრძნეს, წვდებოდა ქვაზე ნაკვეთი უხრწნელი სიტყვების არსს...“
ვიქტორ ასტაფიევი ასე აღწერს ამ ადგილს: გელათის მონასტრის შესასვლელში ველური ქვისგან უხეშად გამოთლილი უზარმაზარი ფილა ეგო, რომელსაც ფეხის ხშირი დაბიჯებით ნახევრად გაცვეთილ–გადაშლილი განსაცვიფრებელი ქართული წარწერა ეტყობოდა. გელათის გარშემო ყველასა და ყველაფერს სუნთქვაც კი შეეწყვიტა. აქ მარადიულობა დუმდა და ისე უგდებდა ყურს შემოქმედის ნაღვლიან სიბრძნეს, წვდებოდა ქვაზე ნაკვეთი უხრწნელი სიტყვების არსს...“
2/15
© photo: Sputnik / Бесик Пипия
საქართველოს ყველა დროის უდიდესმა მეფემ, დავით აღმაშენებელმა (XII საუკუნე) ანდერძად გელათის მონასტერში დაკრძალვა დაიბარა, ისე, რომ ტაძარში ყველა შემსვლელს ფეხი დაედგა მისი საფლავის ქვაზე, რათა მეფეს თითოეული ქართველის გულისცემა ეგრძნო.
ვიქტორ ასტაფიევი ასე აღწერს ამ ადგილს: გელათის მონასტრის შესასვლელში ველური ქვისგან უხეშად გამოთლილი უზარმაზარი ფილა ეგო, რომელსაც ფეხის ხშირი დაბიჯებით ნახევრად გაცვეთილ–გადაშლილი განსაცვიფრებელი ქართული წარწერა ეტყობოდა. გელათის გარშემო ყველასა და ყველაფერს სუნთქვაც კი შეეწყვიტა. აქ მარადიულობა დუმდა და ისე უგდებდა ყურს შემოქმედის ნაღვლიან სიბრძნეს, წვდებოდა ქვაზე ნაკვეთი უხრწნელი სიტყვების არსს...“
ვიქტორ ასტაფიევი ასე აღწერს ამ ადგილს: გელათის მონასტრის შესასვლელში ველური ქვისგან უხეშად გამოთლილი უზარმაზარი ფილა ეგო, რომელსაც ფეხის ხშირი დაბიჯებით ნახევრად გაცვეთილ–გადაშლილი განსაცვიფრებელი ქართული წარწერა ეტყობოდა. გელათის გარშემო ყველასა და ყველაფერს სუნთქვაც კი შეეწყვიტა. აქ მარადიულობა დუმდა და ისე უგდებდა ყურს შემოქმედის ნაღვლიან სიბრძნეს, წვდებოდა ქვაზე ნაკვეთი უხრწნელი სიტყვების არსს...“
© photo: Sputnik / Бесик Пипияალექსანდრე გრიბოედოვმა სპარსეთში სამუშაოდ გამგზავრების წინ, მეუღლეს, ნინო ჭავჭავაძეს უთხრა: „არ დატოვო ჩემი ძვლები სპარსეთში. თუ იქ დავიღუპე, თბილისში გადმომასვენე და აქ დამკრძალე, წმიდა დავითის ტაძარში“. ნინო ჭავჭავაძემ აღასრულა მეუღლის თხოვნა და გრიბოედოვი მთაწმინდაზე დაკრძალა. დიდი რუსი მწერლის საფლავი კლდეშია გამოკვეთილი, რომელსაც მოსიყვარულე მეუღლის სიტყვები აქვს წარწერილი: „შენი აზრები და საქმენი რუსი ერის მეხსიერებაში სამარადჟამოდ აღიბეჭდება, მაგრამ რატომ აღმოჩნდა ჩემი შენდამი სიყვარული შენზე უფრო დღეგრძელი?” ნინო ჭავჭავაძემ გრიბოედოვის გარდაცვალებიდან კიდევ 30 წელი იცოცხლა და ასე, ქვრივობაში გატარა მთელი ცხოვრება.
3/15
© photo: Sputnik / Бесик Пипия
ალექსანდრე გრიბოედოვმა სპარსეთში სამუშაოდ გამგზავრების წინ, მეუღლეს, ნინო ჭავჭავაძეს უთხრა: „არ დატოვო ჩემი ძვლები სპარსეთში. თუ იქ დავიღუპე, თბილისში გადმომასვენე და აქ დამკრძალე, წმიდა დავითის ტაძარში“. ნინო ჭავჭავაძემ აღასრულა მეუღლის თხოვნა და გრიბოედოვი მთაწმინდაზე დაკრძალა. დიდი რუსი მწერლის საფლავი კლდეშია გამოკვეთილი, რომელსაც მოსიყვარულე მეუღლის სიტყვები აქვს წარწერილი: „შენი აზრები და საქმენი რუსი ერის მეხსიერებაში სამარადჟამოდ აღიბეჭდება, მაგრამ რატომ აღმოჩნდა ჩემი შენდამი სიყვარული შენზე უფრო დღეგრძელი?” ნინო ჭავჭავაძემ გრიბოედოვის გარდაცვალებიდან კიდევ 30 წელი იცოცხლა და ასე, ქვრივობაში გატარა მთელი ცხოვრება.
© photo: Sputnik / Бесик Пипияყოველთა ქართველთა სათაყვანო, უდიდესი მწერალი ილია ჭავჭავაძე მთაწმინდაზეა დაკრძალული. წითელი ქვის ფონზე ეფექტურად იკვეთება ქალის ფიგურა, რომელსაც ხელთ დაფნის რტო უპყრია. ძეგლს აწერია სიტყვები „მგლოვიარე საქართველო“. ქალის ბრინჯაოს ფიგურა 1911 წელს ჩამოასხეს პარიზში.
4/15
© photo: Sputnik / Бесик Пипия
ყოველთა ქართველთა სათაყვანო, უდიდესი მწერალი ილია ჭავჭავაძე მთაწმინდაზეა დაკრძალული. წითელი ქვის ფონზე ეფექტურად იკვეთება ქალის ფიგურა, რომელსაც ხელთ დაფნის რტო უპყრია. ძეგლს აწერია სიტყვები „მგლოვიარე საქართველო“. ქალის ბრინჯაოს ფიგურა 1911 წელს ჩამოასხეს პარიზში.
© photo: Sputnik / Бесик Пипияთბილისის ნეკროპოლში, სადაც ცნობილი მწერლები, მსახიობები, მეცნიერები და საქართველოს ეროვნული გმირები განისვენებენ, ასევე დაკრძალულია იოსებ სტალინის დედა ეკატერინე (კეკე) გელაძე–ჯუღაშვილისა.
5/15
© photo: Sputnik / Бесик Пипия
თბილისის ნეკროპოლში, სადაც ცნობილი მწერლები, მსახიობები, მეცნიერები და საქართველოს ეროვნული გმირები განისვენებენ, ასევე დაკრძალულია იოსებ სტალინის დედა ეკატერინე (კეკე) გელაძე–ჯუღაშვილისა.
© photo: Sputnik / Бесик Пипияმთაწმინდაზევეა დაკრძალული დიდი ქართველი მსახიობი, „ჯარისკაცის მამა“ სერგო ზაქარიაძეც.
6/15
© photo: Sputnik / Бесик Пипия
მთაწმინდაზევეა დაკრძალული დიდი ქართველი მსახიობი, „ჯარისკაცის მამა“ სერგო ზაქარიაძეც.
© photo: Sputnik / Бесик Пипияსაქართველოს სახალხო არტისტის, სოფიკო ჭიაურელისა და მისი მეუღლის, ცნობილი საბჭოთა სპორტული კომენტატორის, კოტე მახარაძის სამუდამო განსასვენებელი.
7/15
© photo: Sputnik / Бесик Пипия
საქართველოს სახალხო არტისტის, სოფიკო ჭიაურელისა და მისი მეუღლის, ცნობილი საბჭოთა სპორტული კომენტატორის, კოტე მახარაძის სამუდამო განსასვენებელი.
© photo: Sputnik / Бесик Пипияთბილისის „დინამოს“ ფეხბურთელის, დავით ყიფიანის მოკრძალებული საფლავი, რომელსაც დირიჟორს, პროფესორს, მაესტროს, გენიოსსა და ბრძენს უწოდებდნენ. დიდი ფეხბურთელი საბურთალოს სასაფლაოზეა დაკრძალული, სადაც ასევე განისვენებენ მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, გივი ჩიხელი...
8/15
© photo: Sputnik / Бесик Пипия
თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელის, დავით ყიფიანის მოკრძალებული საფლავი, რომელსაც დირიჟორს, პროფესორს, მაესტროს, გენიოსსა და ბრძენს უწოდებდნენ. დიდი ფეხბურთელი საბურთალოს სასაფლაოზეა დაკრძალული, სადაც ასევე განისვენებენ მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, გივი ჩიხელი...
© photo: Sputnik / Бесик Пипияაქ განისვენებს ინეზა ანდრონიკაშვილი–წერეთლისა — ცნობილი მხატვრის, ზურაბ წერეთლის მეუღლე. მის გვერდით თავად ზურაბ წერეთლის დასაკრძალადაა ადგილი გამოყოფილი. საფლავს მხატვრის მიერ დამზადებული წმიდა ნინოს სკულპტურა ამშვენებს.
9/15
© photo: Sputnik / Бесик Пипия
აქ განისვენებს ინეზა ანდრონიკაშვილი–წერეთლისა — ცნობილი მხატვრის, ზურაბ წერეთლის მეუღლე. მის გვერდით თავად ზურაბ წერეთლის დასაკრძალადაა ადგილი გამოყოფილი. საფლავს მხატვრის მიერ დამზადებული წმიდა ნინოს სკულპტურა ამშვენებს.
© photo: Sputnik / Бесик Пипияსაქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ რიგით მეოთხე და სამუდამო განსასვნებელი აქ ჰპოვა. ძირითადი ვერსიის თანახმად, მან თავი მოიკლა 1993 წლის 31 დეკემბერს და საიდუმლოდ დაკრძალეს სოფელ ჯიხაშკარში. 1994 წლის თებერვალში მისი მეუღლის, მანანა არჩვაძე–გამსახურდიას მოთხოვნით, ყოფილი პრეზიდენტის ცხედარი გროზნოში გადაასვენეს. მეორე ჩეჩნური ომის დროს, 1999 წელს გამსახურდიას საფლავს გნადგურება დაემუქრა და ამიტომ ის გასაიდუმლოებულ ადგილზე გადაიტანეს. საფლავი 2007 წლის მარტში გროზნოს ერთ–ერთ პარკში აღმოაჩინეს, საიდანაც ის საქართველოში გადმოასვენეს და მთაწმინდაზე დაკრძალეს.
10/15
© photo: Sputnik / Бесик Пипия
საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ რიგით მეოთხე და სამუდამო განსასვნებელი აქ ჰპოვა. ძირითადი ვერსიის თანახმად, მან თავი მოიკლა 1993 წლის 31 დეკემბერს და საიდუმლოდ დაკრძალეს სოფელ ჯიხაშკარში. 1994 წლის თებერვალში მისი მეუღლის, მანანა არჩვაძე–გამსახურდიას მოთხოვნით, ყოფილი პრეზიდენტის ცხედარი გროზნოში გადაასვენეს. მეორე ჩეჩნური ომის დროს, 1999 წელს გამსახურდიას საფლავს გნადგურება დაემუქრა და ამიტომ ის გასაიდუმლოებულ ადგილზე გადაიტანეს. საფლავი 2007 წლის მარტში გროზნოს ერთ–ერთ პარკში აღმოაჩინეს, საიდანაც ის საქართველოში გადმოასვენეს და მთაწმინდაზე დაკრძალეს.
© photo: Sputnik / Бесик Пипияასე მოკრძალებულად გამოიყურება „მხედრიონის“ ხელმძღვანელის, ჯანა იოსელიანის საფლავი.
11/15
© photo: Sputnik / Бесик Пипия
ასე მოკრძალებულად გამოიყურება „მხედრიონის“ ხელმძღვანელის, ჯანა იოსელიანის საფლავი.
© photo: Sputnik / Бесик Пипия2005 წელს ბურუსით მოცულ ვითარებაში გრდაცვლილი პრემიერ–მინისტრის, ზურაბ ჟვანიას საფლავი.
12/15
© photo: Sputnik / Бесик Пипия
2005 წელს ბურუსით მოცულ ვითარებაში გრდაცვლილი პრემიერ–მინისტრის, ზურაბ ჟვანიას საფლავი.
© photo: Sputnik / Бесик Пипияბადრი პატარკაციშვილი — პირველი ქართველი მილიარდელი, რომელიც მოულოდნელად გარდაიცვალა 2008 წელს ლონდონში. მისი მეუღლისა და შვილების გადაწყვეტილებით, ბიზნესმენი საკუთარი რეზიდენციის, „არკადიის“ ეზოში დაკრძალეს. კოლონებიანი მემორიალური კომპლექსი მარმარილოთია მოპირკეთებული და ბრინჯაოს ორი ლომი ამშვენებს. საფლავის ქვაზე ერთადერთი სიტყვაა ამოკვეთილი: „ბადრი“.
13/15
© photo: Sputnik / Бесик Пипия
ბადრი პატარკაციშვილი — პირველი ქართველი მილიარდელი, რომელიც მოულოდნელად გარდაიცვალა 2008 წელს ლონდონში. მისი მეუღლისა და შვილების გადაწყვეტილებით, ბიზნესმენი საკუთარი რეზიდენციის, „არკადიის“ ეზოში დაკრძალეს. კოლონებიანი მემორიალური კომპლექსი მარმარილოთია მოპირკეთებული და ბრინჯაოს ორი ლომი ამშვენებს. საფლავის ქვაზე ერთადერთი სიტყვაა ამოკვეთილი: „ბადრი“.
© photo: Sputnik / Бесик Пипияედუარდ შევარდნაძის განსასვენებელი კრწანისის დახურულ ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც სამთავრობო რეზიდენციებია განთავსებული. ექს–პრეზიდენტის გვერდზეა დაკრძალული მისი მეუღლე, ნანული ცგარეიშვილი–შევარდნაძისა.
14/15
© photo: Sputnik / Бесик Пипия
ედუარდ შევარდნაძის განსასვენებელი კრწანისის დახურულ ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც სამთავრობო რეზიდენციებია განთავსებული. ექს–პრეზიდენტის გვერდზეა დაკრძალული მისი მეუღლე, ნანული ცგარეიშვილი–შევარდნაძისა.
© photo: Sputnik / Бесик Пипияკუკიის სასაფლაოზე, ძალზე მოკრძალებულ ოჯახურ აკლდამაში მიაბარეს მიწას ადამიანი „ფორბსიდან“, კახა ბენდუქიძე.
15/15
© photo: Sputnik / Бесик Пипия
კუკიის სასაფლაოზე, ძალზე მოკრძალებულ ოჯახურ აკლდამაში მიაბარეს მიწას ადამიანი „ფორბსიდან“, კახა ბენდუქიძე.