თბილისში საბავშვო ბაღები 14 სექტემბერს გაიხსნება

© photo: courtesy of Tbilisi City Hallბავშვები თბილისში
ბავშვები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
2015-2016 სასწავლო წლის განმავლობაში დასრულდება რამდენიმე საბავშვო ბაღის მშენებლობა. იმ ბავშვებისთვის, რომელთა რეგისტრაციაც მშობლებმა წელს ვერ მოასწრეს, დამატებითი ჯგუფები გაიხსნება.

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. თბილისში საჯარო საბავშვო ბაღები მუშაობას 14 სექტემბერს შეუდგებიან, იუწყება ხუთშაბათს, 27 აგვისტოს თბილისის მერიის პრეს-სამსახური.

„საბავშვო ბაღები ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის სრულ მზადყოფნაშია“, — აღნიშნა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსმა თემურ თორდინავამ.

2015-2016 სასწავლო წლის განმავლობაში დასრულდება რამდენიმე საბავშვო ბაღის მშენებლობა. იმ ბავშვებისთვის, რომელთა რეგისტრაციაც მშობლებმა წელს ვერ მოასწრეს, დამატებითი ჯგუფები გაიხსნება.

ბავშვების რეგისტრაცია 2015-2016 სასწავლო წლისთვის ორ ეტაპად გაიმართა. პირველ ეტაპზე ჩაირიცხნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები, ასევე ისინი, ვისი და ან ძმაც უკვე დადის გარკვეულ საბავშვო ბაღში.

 

ყველა ახალი ამბავი
0