ბასილაშვილს US Open-ის ძირითად ბადეში მოსახვედრად ერთი ნაბიჯი დარჩა

© https://www.facebook.com/sport.youth.georgiaნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე იტალიელი ტომას ფაბიანო იქნება, რომელმაც ბელგიელი ჟერმეინ ჟიგუნონი დაამარცხა.

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკელი მიტჩელ კრიუგერი სამ სეტში დაამარცხა — 4:6, 6:2, 6:3 და US Open-ის სერია „დიდი სლემის“ მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში გადავიდა.

პირველ სეტში ამერიკელი ჩოგბურთელი მეტოქის ჩაწოდებებს უკეთ იგერიებდა, რაც მისი წარმატების საფუძველი გახდა. კრიუგერმა ორი ბრეიკის გაკეთება შეძლო მაშინ, როცა ბასილაშვილმა მისი ჩაწოდების აღება მხოლოდ ერთხელ მოახერხა.

მეორე პარტიაში ბასილაშვილმა პირველი ჩაწოდების ჩართვა შეძლო, რამაც მას საჭირო შედეგი მოუტანა. ქართველმა ჩოგბურთელმა ბურთების 71% მოიგო, ხოლო კრიუგერმა — 50%. ბასილაშვილმა უკეთ ითამაშა მიღებაზეც და რვიდან სამი ბრეიკის რეალიზება შეძლო. 

დასკვნით სეტში კრიუგერი კვლავ გააქტიურდა, მაგრამ მან ბასილაშვილის ჩაწოდების აღების ორი შანსი გაუშვა ხელიდან. საქართველოს პირველმა ჩოგანმა მხოლოდ ერთი ბრეიკი გააკეთა, თუმცა ეს საბოლოო გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე იტალიელი ტომას ფაბიანო იქნება, რომელმაც ბელგიელი ჟერმეინ ჟიგუნონი დაამარცხა. 

US Open სტარტს 31 აგვისტოს იღებს. მისი საპრიზო ფონდი რეკორდული თანხა — 42,3 მლნ აშშ დოლარია. კერძოდ, ტურნირის თითოეული გამარჯვებული ერთეულთა თანრიგში 3,3 მლნ აშშ დოლარს მიიღებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0