საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეკარე კლუბის გარეშე დარჩა

© https://www.facebook.com/GeorgianFFofficialსაქართველოს ნაკრები ფეხბურთში
საქართველოს ნაკრები ფეხბურთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლორია „ოლიმპიაკოსში“ ბერძნულ კლუბ „ოფიდან“ კიდევ ერთი წარმატებული სეზონის შემდეგ გადავიდა. მანამდე, ცხრა წლის განმავლობაში გოლკიპერი თბილისის „დინამოს“ კარს იცავდა.

თბილისი 28 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ძირითადი მეკარე გიორგი ლორია კლუბის გარეშე დარჩა, იტყობინება ბერძნული მედია.

ბერძნულმა „ოლიმპიაკოსმა“ ამა წლის მაისში ლორიასთან გაფორმებული ორწლიანი კონტრაქტი გააუქმა. რამ აიძულა კლუბის ხელმძღვანელობა ასეთი ზომები მიეღო, უცნობია. 

ლორიას ბერძნული გრანდის შემადგენლობაში რამდენიმე თვის განმავლობაში  მინდორზე არცერთი წუთი არ გაუტარებია.

აგვისტოს დასაწყისში მედიაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შოთა არველაძე, რომელიც თურქულ „ტრაბზონს“ ჩაუდგა სათავეში, ლორიათი დაინტერესდა, მაგრამ ლორია თურქულ კლუბში, სხვადასხვა მიზეზთა გამო, არ გადასულა. 

ამჟამად 29 წლის გიორგი ლორიას თავისუფალი აგენტის სტატუსი აქვს და მისით დაინტერესებულ ნებისმიერ კლუბში შეუძლია გადასვლა, მაგრამ საქართველოს ნაკრების მეკარის დასაქმების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ლორია „ოლიმპიაკოსში“ ბერძნულ კლუბ „ოფიდან“ კიდევ ერთი წარმატებული სეზონის შემდეგ გადავიდა. მანამდე, ცხრა წლის განმავლობაში გოლკიპერი თბილისის „დინამოს“ კარს იცავდა.


ყველა ახალი ამბავი
0