ისიკ-ყულის ტბის ფსკერზე სკვითების უძველესი ქალაქი აღმოაჩინეს. წყალქვეშა კადრები

გამოწერა
აღმოჩენილი სკვითების ქალაქი, წინასწარი შეფასებით, დაახლოებით 2,5 ათასი წლისაა. ისიკ-ყულას ტბის ფსკერი, მეცნიერთა მონაცემებით, ადრე აბრეშუმის გზის ნაწილი იყო.

აღმოჩენილი სკვითების ქალაქი, წინასწარი შეფასებით, დაახლოებით 2,5 ათასი წლისაა. ისიკ-ყულას ტბის ფსკერი, მეცნიერთა მონაცემებით, ადრე აბრეშუმის გზის ნაწილი იყო.

ყურგიზი არქეოლოგებისა და ტომსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაივერთა კლუბის "СКАТ" მყვინთავებმა ისიკ-ყულის ტბის ფსკერზე სკვითების ქალაქი აღმოაჩინეს, ინფორმაცია გაავრცელა მყვინთავთა გუნდის ხელმძღვანელმა დიმიტრი გორნმა, იუწყება Sputnik ყირგიზეთი.

აკვალანგისტებმა ფსკერიდან მრავალი მონაპოვრის ამოტანა შეძლეს — კერამიკის დაუზიანებელი ვაზა, მრავალი თავის ქალა, მეტალის საკიდები და სხვა არტეფაქტები.

ჯგუფის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ეს არჩენები სკვითების დასახლება ეკუთვნის, რომლის შესახებაც მეცნიერებს აქამდე არ ჰქონდათ ინფორმაცია.

"წინასწარი შეფასებით, ქალაქი დაახლოებით 2,5 ათას წლისაა, ის აბრეშუმის გზაზე მდებარეობს", — განაცხადა გორნმა.

სამუშაოები ისიკ-ყულას სამხრეთ სანაპიროზე ყირგიზულ-რუსული სლავური უნივერსიტეტის არქეოლოგებთან ერთად აკადემიკოს ვლადიმერ პლოსკიხის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა.

ყველა ახალი ამბავი
0