თბილისის მუსკომედიის თეატრი რუმინეთში ფესტივალში მონაწილეობს

© photo: Sputnik / Vitaliy Savelyev / გადასვლა მედიაბანკშიბუქარესტი
ბუქარესტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალზე ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრი უილიამ შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარს“ წარადგენს. სპექტაკლის რეჟისორია დავით დოიაშვილი.

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. თბილისის მუსკომედიის თეატრი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში NETA მონაწილეობს, რომელიც ბუქარესტში (რუმინეთი) 28 აგვისტო-4 სექტემბერს ტარდება.

ფესტივალზე ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრი უილიამ შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარს“ წარადგენს. სპექტაკლის რეჟისორია დავით დოიაშვილი.

„რეჟისორი დავით დოიაშვილი მაყურებელს შექსპირის ამ გენიალური პიესის სრულიად ახალ ხედვასა და გააზრებას სთავაზობს. არსებობა რეალურ და გამოგონილ სამყაროში, სიცოცხლის, როგორც დაუსრულებელი სიზმრის შეგრძნება, კომედიურობაში დანახული ტრაგიზმი და პირიქით — ეს ყველაფერი დადგმას განსაკუთრებით საინტერესოს ხდის”, — აღნიშნულია სპექტაკლის ანოტაციაში.

სპექტაკლის პრემიერა თბილისში 2012 წლის 14 დეკემბერს გაიმართა. 2013 წელს მას საუკეთესო რეჟისურისთვის თეატრალური პრემიერა „დურუჯი“ მიენიჭა, ხოლო მთავარი როლების შემსრულებლები — ანა ალექსიშვილი და არჩილ სოლოღაშვილი ქალისა და მამაკაცის როლების საუკეთესო შესრულებისთვის დაჯილდოვდნენ.

ფესტივალზე NETA ასევე მონაწილეობენ თეატრალური კოლექტივები ხორვატიიდან, იტალიიდან, მაკედონიიდან, ჩერნოგორიიდან, რუსეთიდან და სხვა 

კულტურული ასოციაცია NETA (New European Theatre Action) — ეს მოქმედების ახალი ევროპული თეატრია, რომლის სათავო ოფისი ლუბლიანაშია (სლოვენია). ასოციაცია 2004 წელს დააარსეს. NETA აერთიანებს და ხელს უწყობს სცენური ხელოვნების განვითარებას სხვადასხვა ფორმებში, ფესტივალების თანამშრომლობას, ასევე სპექტაკლებისა და მსახიობების გაცვლას ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0