სტოლტენბერგი: საქართველომ რუსეთთან დიალოგი უნდა განაგრძოს

ნატოს სასწავლო–საწვრთნელი ცენტრი საქართველოში
ნატოს სასწავლო–საწვრთნელი ცენტრი საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თბილისში ვიზიტისას განაცხადა, რომ საქართველო–ნატოს ერთობლივი სასწავლო ცენტრის გახსნა არ არის მიმართული არცერთი სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ და რომ ქვეყანამ უნდა განაგრძოს რუსეთთან დიალოგი.

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. ნატო კვლავ მოუწოდებს საქართველოს განაგრძოს დიალოგი რუსეთთან, ხოლო საქართველო–ნატოს ერთობლივი სასწავლო ცენტრის გახსნა არ არის მიმართული არცერთი სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ, განაცხადა სამხედრო ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თბილისში ვიზიტისას. 

საქართველო–ნატოს ერთობლივი ცენტრი ხუთშაბათს გაიხსნა ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“. გახსნის ცერემონიას ესწრებოდა ნატოს გენერალური მდივანი სტოლტენბერგიც. 

„მე და ნატო კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს რუსეთთან დიალოგის განგრძობისკენ. თავდაცვა, ეტაპობრივი პოლიტიკა, მყარო პოზიცია და დიალოგი არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს. რუსეთი მომავალშიც იქნება საქართველოს დიდი მეზობელი. დიალოგი ამა თუ იმ გზით ყოველთვის აუცილებელი იქნება“ — განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა. მან ასევე აღნიშნა, რომ „რუსეთის დესტრუქციული და პროვოკაციული ნაბიჯები, რომელთაც ბოლო პერიოდში დგამს რეგიონში, ხელს არ უწყობს უსაფრთხოების გაუმჯობესებას“.  

ერთოვლივ სასწავლო ცენტრზე საუბრიას მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ცენტრი არ არის მიმართული არცერთი ქვეყნის წინააღმდეგ“. 

„პირიქით, ცენტრი იმისთვის იქმნება, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოება. ეს ჩვენი საერთო გზაა. ჩვენ ყველაფერს წინასწარ  შემუშავებული გეგმის მიხედვით ვანხორციელებთ. ჩვენ ვამზადებთ საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად. რა თქმა უნდა, გასაკეთებელი კიდევ ბევრია, მაგრამ საქართველომ უკვე მიაღწია წარმატებებს“, — აღნიშნა გენმდივანმა. 

რუსეთის ფედერაციის საგარეომ საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ კი განაცხადა, რომ საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნას რუსეთის ფედერაცია ალიანსის პროვოკაციულ ნაბიჯად და სერიოზული დესტაბილიზაციის ფაქტორად აფასებს. თავის მხრივ, ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯეიმს აპატურაიმ აღნიშნა, რომ ეს ცენტრი რეგიონის სტაბილიზაციასა და უსაფრთოხოებას შეუწყობს ხელს. 


ყველა ახალი ამბავი
0