ექსპერტი: რუსულ-ქართული ურთიერთობები არ გაუარესდება

© фото : РИА Новостиრუსეთი, მოსკოვი, კრემლი
რუსეთი, მოსკოვი, კრემლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Stratfor-ის ექსპერტთა მოხსენებაში აღნიშნულია, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირების ცენტრი შესაძლოა უკრაინიდან კავკასიაში - საქართველო, აზერბაიჯანსა და სომხეთში იქნას გადატანილი.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. ობიექტური წინაპირობა იმისა, რომ ამიერკავკასია რუსეთის ფედერაციასა და დასავლეთს შორის განხეთქილების ვაშლად იქცევა, არ არის, განაცხადა სტრატეგიული კვლევების რუსეთის ინსტიტუტის (РИСИ) კავკასიური კვლევების სექტორის ხელმძღვანელმა არტურ ატაევმა, ამერიკული კერძო სადაზვერვო-ანალიტიკური კომპანიის Stratfor-ის ამასწინანდელი მოხსენების კომენტირებისას. 

 Stratfor-ის ექსპერტთა მოხსენებაში აღნიშნულია, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირების ცენტრი შესაძლოა უკრაინიდან კავკასიაში — საქართველო, აზერბაიჯანსა და სომხეთში იქნას გადატანილი. 

 Stratfor —ს ხშირად „ჩრდილოვან ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსაც“ უწოდებენ. ორგანიზაცია ანალიტიკურ ინფორმაციას აწვდის მსოფლიოში სიტუაციის შესახებ და დაკავებულია მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებების პროგნოზირებით.

 „რთულია დასავლეთის ერთიანი კავკასიური პოლიტიკის ვერიფიკაცია, რთულია რუსეთის ერთიანი კავკასიური პოლიტიკის ვერიფიკაცია. არის ქართული მიმართულება, სომხური, აზერბაიჯანული, ე.ი. პირობითი ენით რომ ვთქვათ, არ არსებობს „პოლიგონი“. ძალიან რთულია არსებული ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციოკულტურული მდგომარეობით ამ რეგიონს ერთიანი ველის კვალიფიკაცია მისცე. ამიტომ არანაირი ობიექტური წინაპირობა იმისა, რომ კავკასიის რეგიონი  რუსეთსა და დასავლეთს შორის განხეთქილების ვაშლი იყო ან ხილულ პერსპექტივაში იქნება — არ არსებობს“, — განაცხადა ატაევმა ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე. 

 თავის მხრივ დსთ-ს ქვეყნების კავკასიური ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელმა ვლადიმირ ევსეევმა განაცხადა, რომ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებზე გავლენას უფრო გლობალური პროცესები მოახდენს. 

 „როგორც სჩანს, რუსულ-ამერიკული ურთიერთობების ვექტორი 2020 წლის შემდეგ დაკორექტირდება, ესე იგი ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ კონფრონტაციას ველოდებით. ეს კონფრონტაცია ერთის მხრივ, უკრაინის მაგალითის გათვალისწინებით — ომია და ეს ცუდია, ასეთი ომი კავკასიაში არავის უნდა. მიუხედავად სხვადასხვა ინტერესებისა,  არის სურვილი, რომ მოხდეს მოლაპარაკება მოთამაშეებს შორის. ამიტომ სამხრეთ კავკასიაში უახლოესი 5 წლის მანძილზე მოსალოდნელია რაღაც გაურკვევლობა“, —თვლის ევსეევი. 

 მისი აზრით, სავარაუდოდ, რუსულ-ქართული ურთიერთობები არ გაუარესდება. 

 „ყოველ შემთხვევაში, მე ვერ ვხედავ რეალურ სცენარს, საქართველოში ხელისუფლების ძალისმიერი შეცვლის გარდა, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობები უფრო გაუარესდეს ვიდრე ეხლა. რაც შეეხება რუსულ-სომხურ ურთიერთობებს, აქ მე ვიმედოვნებ, რომ რუსეთი პირველ რიგში უფრო აქტიური იყო სომხეთის ტერიტორიაზე ეკონომიკურად და არ არსებობს სერიოზული მიზეზები რუსულ-სომხური ურთიერთობების გაუარესებისა“, — განაცხადა მან. 

 ექსპერტი ასევე პროგნოზირებს, რომ რუსულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები გაუმჯობესდება. 

 „გამოიხატება თუ არა ეს ახალი რადიოსალოკაციო სადგურის მშენებლობით თუ სწავლებების ჩატარებით, ასეთი სადგური სამხედრო თვალსაზრისით არ არის საჭირო, ეს საჭიროა მხოლოდ როგორც სამხედრო თანამშრომლობის ობიექტი. თუ ეს ობიექტი გაჩნდება, ნიშნავს, რომ რუსეთი და აზერბაიჯანი აღადგენენ სამხედრო თანამშრომლობას“, — თქვა ევსეევმა. 


ყველა ახალი ამბავი
0