თამარ გვერდწითელი დიასპორის გლობალურ კვირეულზე მოიწვიეს

© photo: Sputnik / Sergey Pyatakov / გადასვლა მედიაბანკშითამარ გვერდწითელი დიასპორის გლობალურ კვირეულზე მოიწვიეს
თამარ გვერდწითელი დიასპორის გლობალურ კვირეულზე მოიწვიეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოწვევა თამარ გვერდწითელმა სახელმწიფო მინისტრის - გელა დუმბაძისაგან მიიღო, რომელსაც მომღერალი 27 აგვისტოს თბილისში შეხვდა.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. საქართველოსა და რუსეთის სახალხო არტისტი თამარ გვერდწითელი მიწვეულია დიასპორის გლობალურ კვირეულზე, რომელიც თბილისში 11-17 ოქტომბერს გაიმართება, იტყობინება 27 აგვისტოს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. 

 მოწვევა თამარ გვერდწითელმა სახელმწიფო მინისტრის — გელა დუმბაძისაგან მიიღო, რომელსაც მომღერალი 27 აგვისტოს თბილისში შეხვდა. 

 დიასპორის გლობალური კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი, მათ შორის „დიასპორის რეგიონული ეკონომიკური ფორუმი“ და ელექტრონული კონკურსი „დიასპორის ახალგაზრდა ლიდერთა განვითარება“. 

 დიასპორის გლობალური კვირეულის ეკონომიკური ფორუმი სახელმწიფო მინისტრის აპარატის ეგიდით ჩატარდება, რომელიც „საერთაშორისო დიასპორის ჩართულობის ალიანსის“ (IdEA) რეგიონული პარტნიორია. ფორუმი მიზნად ისახავს პარტნიორი ორგანიზაციების მიერ დიასპორის ახალი ინტელექტლუალური და ფინანსური სერვისების პროგრამების პრეზენტაციას. ასევე, ადამიანთა გაერთიანებას საერთო მიზნებისა და საჭიროებების ირგვლივ.


ყველა ახალი ამბავი
0