ალასანია: ნატოს სასწავლო ცენტრი საქართველოს თავდაცვისუნარიანობას გაზრდის

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშიირაკლი ალასანია
ირაკლი ალასანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნატოს სასწავლო ცენტრი საქართველოს ალიანსში გაწევრიანების ხელშემწყობი ღონისძიებების პაკეტის ფარგლებში გაიხსნა. ცენტრში მომზადებას გაივლიან ალიანსის წევრი და პარტნიოტი–ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ნატოს სასწავლო–საწვრთნელი ცენტრის გახსნა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს, მიაჩნია თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ალასანიას. 

ნატოს სასწავლო–საწვრთნელი ცენტრი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 27 აგვისტოს გაიხსნა. 

ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრი არის მართლაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისკენ, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისკენ, პროფესიული არმიის ჩამოყალიბებისკენ გადადგმული ერთ-ერთი ყველაზე ეტაპობრივი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი. სწორედ ამიტომ იმედი მაქვს, რომ გაგრძელდება არსებითი პაკეტის სხვა ელემენტების შესრულება და საქართველო იქნება უფრო დაცული და უფრო მზად ყველა გამოწვევისთვის“, — განუცხადა ალასანიამ ჟურნალისტებს. 

ნატოს სასწავლო ცენტრი საქართველოს ალიანსში გაწევრიანების ხელშემწყობი ღონისძიებების პაკეტის ფარგლებში გაიხსნა. ცენტრში მომზადებას გაივლიან ალიანსის წევრი და პარტნიოტი–ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები.

 

ყველა ახალი ამბავი
0