სტოლტენბერგი: საქართველოს და ნატოს შეუძლიათ ერთმანეთის იმედი ჰქონდეთ

© https://www.facebook.com/NATO?fref=tsნატოს გენერალური მდივანი
ნატოს გენერალური მდივანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვენ გულდასმით ვაკვირდებით რეფორმებს, მათ შორის სასამართლო სისტემის რეფორმას და აღვნიშნავთ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია. ასევე აღვნიშნავთ, რომ მნიშვნელოვანია ამ რეფორმების განგრძობა, ეს საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმებს ეხება, განაცხადა სტოლტენბერგმა.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. საქართველოს შეუძლია ნატოს იმედი ჰქონდეს, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თბილისში ხუთშაბათს, 27 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში ოთხშაბათს საღამოს ჩამოვიდა. ის შეხვედრებს მართავს ქვეყნის პირველ პირებთან და ასევე მონაწილეობა მიიღო ნატოსთან ერთობლივი სასწავლო ცენტრის გახსნაში.

 „ევროატლანტიკური ინტეგრაცია იოლი გზა არ არის, ამისთვის საჭიროა დრო, ძალისხმევა, რეალური ცვლილებების განხორციელება… ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს თქვენს რეფორმებს და აღვნიშნავთ თქვენი ქვეყნის პროგრესს. ნატოს საქართველოს იმედი აქვს და საქართველოს შეუძლია ნატოს იმედი ჰქონდეს“, — განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

 „ჩვენ გულდასმით ვაკვირდებით რეფორმებს, მათ შორის სასამართლო სისტემის რეფორმას და აღვნიშნავთ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია. ასევე შევნიშნავთ, რომ მნიშვნელოვანია ამ რეფორმების გაგრძელება, ეს საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმებს ეხება. ჩვენ ამ სერიოზულ გზაზე თქვენს მხარდაჭერას კვლავ გავნაგრძობთ. საქართველოს შეუძლია ნატოს იმედი ჰქონდეს“, — განაცხადა სტოლტენბერგმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ საქართველოს თაობაზე 2016 წლის ვარშავის სამიტზე, გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია.

 „ნამდვილად არ შემიძლია წინასწარ გითხრათ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ნატოს ვარშავის სამიტზე, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ საქართველომ უკვე მიიღო აუცილებელი ინსტრუმენტები, რომ განაგრძოს წინსვლა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე პროგრესი ჰქონდეს. პროგრესი უკვე სახეზეა, რამდენადაც არის მიღწევები როგორც პოლიტიკური, ისე სასამართლო სისტემის რეფორმებში“, — აღნიშნა სტოლტენბერგმა.

 საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ მონაწილე გახდა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0