თბილისში ნატოს სასწავლო–საწვრთნელი ცენტრი გაიხსნა

© Public Domainნატო
ნატო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნატოს სასწავლო ცენტრი საქართველოს ალიანსში გაწევრიანების ხელშემწყობი ღონისძიებების პაკეტის ფარგლებში გაიხსნა. ცენტრში მომზადებას გაივლიან ალიანსის წევრი და პარტნიოტი–ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხუთშაბათს, 27 აგვისტოს საქართველოში ნატოს სასწავლო–საწვრთნელი ცენტრი გახსნეს. 

გახსნის ცერემონია „კრწანისის“ ეროვნული სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი — როგორც ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალჩინოსნები,  ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლები და ქართველი სამხედრო მოსამსახურეები. 

ნატოს სასწავლო ცენტრი საქართველოს ალიანსში გაწევრიანების ხელშემწყობი ღონისძიებების პაკეტის ფარგლებში გაიხსნა. ცენტრში მომზადებას გაივლიან ალიანსის წევრი და პარტნიოტი–ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები. 

ალიანსის ექსპერტთა ჯგუფი რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობდა საქართველოს სამხედრო ბაზების ინფრასტრუქტურას სასწავლო ცენტრის ადგილმდებარეობის განსასაზღვრად. თავდაპირველად ვაზიანის სამხედრო ბაზის ტერიტორია შეირჩა, სადაც საჩვენებელი წვრთნებიც კი გაიმართა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ცენტრი რამდენიმე სამხედრო ბაზაზე იფუნქციონირებს. 

საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ მონაწილე გახდა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2004 წლიდან საქართველო-ნატოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0