ჯობავამ საჭადრაკო ფესტივალზე პარტია ყაიმით დაამთავრა

© photo: Sputnik / Vitaly Karpov / გადასვლა მედიაბანკშინეფრიტის ჭადრაკი
ნეფრიტის ჭადრაკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აბუ-დაბიში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი უკვე 22-ედ იმართება. წელს ტურნირში 33 ქვეყნის 147 სპორტსმენი მონაწილეობს.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. ქართველმა მოჭადრაკე ბაადურ ჯობავამ აბუ-დაბის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის მეხუთე ტურში შეჯიბრების ლიდერთან, ნილს გრანდელიუსთან პარტია ყაიმით დაამთავრა და მეორიდან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.

მიუხედავად ყაიმისა, შვედმა დიდოსტატმა პირველი ადგილი შეინარჩუნა, ხოლო ჯობავას ფილიპინელმა ხარიდას პასკუამ და უკრაინელმა მარტინ კრავცევმა გაუსწრეს.

მეექვსე ტურში ჯობავას მეტოქე, რომელსაც ამჟამად აქტივში ოთხი ქულა აქვს, პოლონელი დარიუშ სვერჩი გახდება.

აბუ-დაბიში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი უკვე 22-ედ იმართება. წელს ტურნირში 33 ქვეყნის 147 სპორტსმენი მონაწილეობს.

ფესტივალის გამარჯვებული პრიზის სახით 12 ათას აშშ დოლარს მიიღებს, მეორე და მესამე ადგილებზე გასულები — შვიდ და ხუთ ათასს შესაბამისად. 

ფესტივალი 31 აგვისტომდე გაგრძელდება.


ყველა ახალი ამბავი
0