საქართველოში მშობიარეთა მიმართ განსაკუთრებულ მზრუნველობას გამოიჩენენ

© photo: Sputnik / A. Solomonov / გადასვლა მედიაბანკშიახალშობილის მაკეტი
ახალშობილის მაკეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საპილოტე პროექტი, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო, სამშობიარო სახლების მშობიარეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით სამ კატეგორიად დაყოფას ითვალისწინებს.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. მშობიარეებისა და ჩვილების სიკვდილიანობის შემთხვევების გაზრდის გამო, სამშობიარო სახლები და საავადმყოფოები, სადაც სამშობიარო განყოფილებები არის, დროთა განმავლობაში სამ კატეგორიად დაიყოფა, განუცხადეს ჟურნალისტებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში.

ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში 30 მშობიარე დაიღუპა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საპილოტე პროექტი, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო, სამშობიარო სახლების მშობიარეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით სამ კატეგორიად დაყოფას ითვალისწინებს.

პირველი კატეგორიის სამედიცინო დაწესებულებები ქალებს ფიზიოლოგიური მშობიარობისთვის ყველანაირად უზრუნველყოფენ, ხოლო საგანგებო შემთხვევებში საკეისრო კვეთა მოხდება, ამისთვის სპეციალური ბრიგადის გამოძახება იქნება საჭირო.

მეორე კატეგორიის საავადმყოფოებს უფრო რთული შემთხვევების დროს მიმართავენ.

მესამე კატეგორია — ეს სპეციალიზებული, მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებები იქნება, სადაც ყველაზე მძიმე შემთხვევებსაც გაუმკლავდებიან, თუკი მშობიარეს, მეანის გარდა, სხვა სფეროების სპეციალისტების ჩართვაც დასჭირდება.

ორსულობის სწორად წარმართვის, დაკვირვებისა და დიაგნოზის შემთხვევაში მშობიარეს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გაგზავნიან, სადაც შესაძლო რისკები წინასწარ იქნება გათვლილი.

ჯანდაცვის საპილოტე პროექტი უკვე ამოქმედდა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში. მომავალში ეს პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0