მატვიენკომ აშშ–ის სანქციები უძლურების ნიშნად მონათლა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის ფედერალური კრების ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკო
რუსეთის ფედერალური კრების ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მას შემდეგ, რაც მატვიენკოს აშშ–მა შეკვეცილი ვიზა მისცა, მან და რუსეთის დელეგაციის სხვა წევრებმა გადაწყვიტეს, არ მიიღონ მონაწილეობა პარლამენტთშორისი კავშირის სესიაში, რომელიც ნიუ–იორკში 31 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე იმუშავებს.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik.  სანქციები უძლურების ნიშანია. ასეთი რამ „ცივი ომის“ დროსაც არ მომხდარა, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ რუსეთის დელეგაციის ნიუ–იორკში ვიზიტის ფაქტობრივ ჩაშლასთან დაკავშირებით.  

მას შემდეგ, რაც მატვიენკოს აშშ–მა შეკვეცილი ვიზა მისცა, მან და რუსეთის დელეგაციის სხვა წევრებმა გადაწყვიტეს, არ მიიღონ მონაწილეობა პარლამენტთშორისი კავშირის სესიაში, რომელიც ნიუ–იორკში 31 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე იმუშავებს. 

„სანქციები — ეს უძლურების ნიშანია. ამით მხოლოდ აშშ–ის პოლიტიკის ჩავარდნა ინიღბება. ამერიკელები ცდილობენ უკრაინის კრიზისში საკუთარი დანაშაული მთლიანად რუსეთს გადააბრალონ“, — ნათქვამია ფედერაციის საბჭოს მიერ გავრცელებულ მატვიენკოს კომენტარში. 

ის იქვე ამატებს, რომ „ცივი ომის“ დროსაც კი საბჭოთა კავშირი და აშშ  სხვადასხვა დონეზე ურთიერთობის არხებს მაინც ინარჩუნებდნენ. 

„იმ წლებში, როცა მე ჯერ კიდევ დამწყები პოლიტიკოსი ვიყავი, არაერთხელ ვესტუმრე შეერთებულ შტატებს პროგრამა „ახალგაზრდა პოლიტიკური ლიდერების“ ფარგლებში. ჩვენ ამერიკულ ოჯახებში ვცხოვრობდით, მათ შორის, სენატორების ოჯახებშიც კი. ჩვენ ხშირად გამოვდიოდით სხვადასხვა აუდიტორიებში, სადაც ცხარე კამათები და დებატები იმართებოდა და მწვავე და ზოგჯერ „უხერხულ“ თემებზეც ვსაუბრობდით. ჩვენ გვსურდა მოგვესმინა ერთმანეთისთვის და ყოველთვის მეგობრულად ვშორდებოდით“, — აცხადებს სპიკერი.

მატვიენკომ „შუასაუკუნეობრივი ველურობა“ უწოდა პარლამენტარების წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებს. „რაში მდგომარეობს პარლამენტართა წინააღმდეგ სანქციების დაწესების არსი? ეს ხომ სწორედ მათ უნდა ააგონ ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრობის ხიდები?“ — კითხულობს ქალბატონი სპიკერი. 

მისი თქმით, ის ემადლიერება თავის ნაცნობ ამერიკელებს კეთილგანწყობისა და სტუმართმოყვარეობისთვის, ხოლო ზოგ სენატორთან დღემდე ინარჩუნებს კარგ ურთიერთობას. „ამიტომ აშშ–ის ოფიციალური ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეიძლება აღვიქვათ ამერიკელი ხალხის გადაწყვეტილებად, რომელთაც, მჯერა, რომ სურთ რუსებთან თანამშრომლობა და მეგობრობა“, — ასკვნის მატვიენკო. 


ყველა ახალი ამბავი
0