ნიკოლოზ ჭიკაიძემ კადეტთა შორის ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

© photo: Sputnik / Aleksey Filippov / გადასვლა მედიაბანკშიბერძნულ–რომაული ჭიდაობა
ბერძნულ–რომაული ჭიდაობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად საქართველოს ნაკრების ყულაბაში სამი მედალია. ჩემპიონატის ოქრო აივენგო რიკაძეს ერგო (-63 კგ), ხოლო ვერცხლი — ჯონი ხეცურიანს (-54 კგ).

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნიკოლოზ ჭიკაიძემ (-69 კგ) სარაევოში კადეტთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველმა მოჭიდავემ უზბეკი აბუდაკრ ალიმოვი დაამარცხა. ამ წონით კატეგორიაში გამარჯვებული რუსი ალექსანდრ კომაროვი გახდა.

კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი საქართველოს ნაკრებისთვის თემურ ჭკუასელიძემ (-76 კგ) მოიპოვა. გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ჭკუასელიძე რუს ასტემ ბარაგუნოვთან დამარცხდა.

ამჟამად საქართველოს ნაკრების ყულაბაში სამი მედალია. ჩემპიონატის ოქრო აივენგო რიკაძეს ერგო (-63 კგ), ხოლო ვერცხლი — ჯონი ხეცურიანს (-54 კგ). დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ გამოსვლას. სარაევოში მსოფლიო ჩემპიონატი 30 აგვისტოს დასრულდება.


ყველა ახალი ამბავი
0