შსს: საქართველოს მოქალაქეს 500 აბზე მეტი კოდეინი აღმოუჩინეს

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშითბილისში აღმოჩენილი ნარკოტიკების პარტია
თბილისში აღმოჩენილი ნარკოტიკების პარტია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულს რვიდან ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. თბილისის გარეუბანში შსს–ს თანამშრომლებმა მოქალაქე ლევან კ. დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას სამართალდამცავებმა 529 აბი ნარკოტიკული ნივთიერება კოდეინი აღმოაჩინეს, იუწყება შსს ხუშაბათს, 27 აგვისტოს. 

ნარკოლოგიურმა შემოწმებამ ასევე დაადასტურა, რომ დაკავებული ძლიერმოქმედი ნარკოტიკით, ოპიუმით იყო გაბრუებული. 

ლევან კ–ს წინააღმდეგ გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

დაკავებულს რვიდან ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.


ყველა ახალი ამბავი
0