ჭრიკიშვილმა ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მეორე წრეში ყაზახი სპორტსმენი დაამარცხა

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიავთანდილ ჭრიკიშვილი ასპარეზობისას
ავთანდილ ჭრიკიშვილი ასპარეზობისას - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყაზახეთის დედაქალაქის ყინულის დარბაზ „ალაუში“ 24 აგვისტოს ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. ჩემპიონატში 120 ქვეყნის 729 სპორტსმენი მონაწილეობს. შეჯიბრებები მამაკაცთა და ქალთა შორის შვიდ წონით კატეგორიაში მიმდინარეობს.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. ასტანაში ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატის მეორე წრეში ყაზახი აზიზ კალკამანული ქართველ მოჭიდავესთან, მსოფლიო ჩემპიონ ავთანდილ ჭრიკიშვილთან დამარცხდა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტი.

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე დღეს საასპარეზოდ  81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მამაკაცები და 63 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ქალები გამოვიდნენ. ყაზახეთს აზიზ კალკამანული და მარიან ურდაბაევა წარმოადგენდნენ. აზიზმა პირველი ორთაბრძოლა ესტონელ ევგენი სალეჟევს მოუგო, მაგრამ მისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა ტიტულოვან, მსოფლიო ჩემპიონ ავთანდილ ჭრიკიშვილთან დაპირისპირება. ბრძოლა ორივე მონაწილისთვის მძიმე აღმოჩნდა, გამარჯვებისთვის ორივე თავდაუზოგავად იბრძოდა, მაგრამ ქართველმა ძიუდოისტმა მცირე უპირატესობით გაიმარჯვა.

 „სულ ცოტა დაგვაკლდა გამოუცდელობის გამო. ვიბრძოლეთ, გამარჯვებისთვის ვიყავით განწყობილები, მაგრამ ვიმუშავებთ, გავაანალიზებთ შეხვედრას, ტაქტიკურად მოვემზადებით“, — განაცხადა ყახაზეთის ნაკრების მწვრთნელმა ერმეკ იმანბეკოვმა.

მან იქვე დასძინა, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტს იმუშავებს, რათა შემდეგ ორთაბრძოლაში ოპონენტებს შანსები არ დაუტოვოს. თავის მხრივ, ყაზახელმა სპორტსმენმა აღნიშნა, რომ გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთა, მაგრამ ოპონენტის გამოცდილებამ მას ბრძოლის თავისებურად წარმართვის საშუალება არ მისცა.

 „მისი დამარცხება იოლი არაა, მაგრამ მაინც ვიბრძოლეთ. ვფიქრობ, ეს ბოლო ჩემპიონატი არაა, მოვემზადები“, — განაცხადა აზიზ კალკამანულიმ შეხვედრის შემდეგ.

ასპარეზობას ასევე გამოეთიშა ქალთა შორის ერთადერთი ყაზახი სპორტსმენი მარიან ურდაბაევა. მან დღის დასაწყისში ორი შეხვედრა წარმატებით ჩაატარა, მაგრამ მესამე ორთაბრძოლა იაპონელ მიკო ტაშირუსთან მარცხით დაასრულა.

პირველად დედაქალაქის ყინულის დარბაზ „ალაუში“ 24 აგვისტოს ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. ჩემპიონატში 120 ქვეყნის 729 სპორტსმენი მონაწილეობს. შეჯიბრებები მამაკაცთა და ქალთა შორის შვიდ წონით კატეგორიაში მიმდინარეობს. 


ყველა ახალი ამბავი
0