ბასილაშვილმა US Open-ზე პირველი საკვალიფიკაციო მატჩი მოიგო

© photo: Sputnik / Сергей Гунеев / გადასვლა მედიაბანკშიჩემპიონატი ჩოგბურთში
ჩემპიონატი ჩოგბურთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბასილაშვილის მომდევნო მოწინააღმდეგე, რომელსაც მსოფლიო რეიტინგში ამჟამად 97-ე ადგილი უკავია, მიტჩელ კრიუგერი იქნება.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. ნიკოლოზ ბასილაშვილმა ორ სეტში ესპანელ ორიოლ როკა ბატალიუს სძლია და US Open-ის „დიდი სლემის“ სერიის დასკვნითი ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში გადავიდა.

გამარჯვებისთვის საქართველოს პირველ ჩოგანს საათზე ნაკლები დასჭირდა. პირველ პარტიაში ბასილაშვილმა ორი ბრეიკი გააკეთა და პირველი ჩაწოდების შემდეგ ბურთების 92% მოიგო, ესპანელის ეს მაჩვენებელი კი მხოლოდ 73%–ია.

მეორე სეტი მსგავსი სცენარით განვითარდა იმ განსხვავებით, რომ ბასილაშვილი ერთი ბრეიკით შემოიფარგლა, თუმცა საბოლოო წარმატებისთვის ეს საკმარისი აღმოჩნდა.

ბასილაშვილის მომდევნო მოწინააღმდეგე, რომელსაც მსოფლიო რეიტინგში ამჟამად 97-ე ადგილი უკავია, მიტჩელ კრიუგერი იქნება. ამ უკანასკნელმა ბელგიელ ნილს დესეინს ორ პარტიაში მოუგო.

იმისთვის, რომ ტურნირის ძირითად ბადეში მოხვდეს, ბასილაშვილმა კვალიფიკაციის სამი მატჩი უნდა მოიგოს.

US Open სტარტს 31 აგვისტოს იღებს. მისი საპრიზო ფონდი რეკორდული თანხა — 42,3 მლნ აშშ დოლარია, რაც გასული წლის თანხაზე 10,5%-ით მეტია. კერძოდ, ტურნირის თითოეული გამარჯვებული ერთეულთა თანრიგში 3,3 მლნ აშშ დოლარს მიიღებს.


ყველა ახალი ამბავი
0