თბილისში ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

© FB / Tbilisi City Hallხანძარი თბილისში
ხანძარი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანძარი ოთხი ათას კვადრატულ მეტრზე გავრცელდა, რის შედეგადაც დაიწვა ავეჯისა და რკინის საამქროები, ასევე ქარხნის ტერიტორიაზე არსებული სასაწყობე ნაგებობები. ხანძრის დროს არავინ დაშავებულა.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. თბილისში, სამშენებლო მასალების დამამზადებელ ქარხანაში წუხელ ღამით ხანძარი გაჩნდა. ამდროისთვის ცეცხლი მთლიანად ლიკვიდირებულია, იუწყება საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახური.

ხანძარი ერისთავის ქუჩაზე მდებარე ქარხანაში ოთხი ათას კვადრატულ მეტრზე გავრცელდა, რის შედეგადაც დაიწვა ავეჯისა და რკინის საამქროები, ასევე ქარხნის ტერიტორიაზე არსებული სასაწყობე ნაგებობები. ხანძრის დროს არავინ დაშავებულა. 

ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობდა 120 მეხანძრე და მაშველი, გამოიყენეს 25 სახანძრო ავტოცისტერნა, 3 სამაშველო ეკიპაჟი და 2 ავტოკიბე. 

ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. სამართალდამცავებმა აალების მიზეზების გარკვევა დაიწყეს. გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით), რაც სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0