ანაკლიას სადღეღამისო წყალმომარაგება ექნება

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaანაკლია
ანაკლია - Sputnik საქართველო
გამოწერა
10 მილიონ ლარზე (დაახლოებით 4,3 მლნ აშშ დოლარი) მეტი ღირებულების სამშენებლო სამუშაოები აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ  ანაკლიაში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის მასშტაბური პროექტი დაასრულა.

პროექტის ფარგლებში აიგო სატუმბი სადგური, რეზერვუარი და ჭაბურღილები, ასევე მოეწყო გადამცემი მაგისტრალური მილსადენი, იუწყება კომპანია.

ანაკლიაში წყალმომარაგების სისტემა წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა და ასევე ტურისტები, რომელთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილნი, აცხადებენ კომპანიაში.

10 მილიონ ლარზე (დაახლოებით 4,3 მლნ აშშ დოლარი) მეტი ღირებულების სამშენებლო სამუშაოები აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ყველა ახალი ამბავი
0