საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს გენერალურ მდივანთან რეგიონულ უსაფრთხოებაზე იმსჯელა

© https://www.facebook.com/Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი და იენს სტოლტენბერგი
გიორგი მარგველაშვილი და იენს სტოლტენბერგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს ოთხშაბათს ეწვია. იგი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებადა ნატოს ერთობლივი სასწავლო ცენტრის გახსნას დაესწრება.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრა გამართა და მასთან საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი, რეგიონული უსაფრთხოებისა და ავღანეთში ნატოს მისიაში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობის საკითხები განიხილა.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს ოთხშაბათს საღამოს ეწვია. ის ოფიციალურ შეხვედრებს მართავს ქვეყნის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. სტოლტენბერგი ხუთშაბათს ნატოს ერთობლივი სასწავლო ცენტრის გახსნას დაესწრება.

„საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს დელეგაციასთან რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და ავღანეთში, ნატოს მისიაში ქართული სამხედროების მონაწილეობის მნიშვნელობა განიხილეს…“, — იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

საქართველოში სასწავლო ცენტრის გახსნა ღონისძიებათა იმ პაკეტის ჩარჩოში იგეგმება, რომელიც ქვეყანას ნატოს წევრობაში უნდა დაეხმაროს. პაკეტი 2014 წლის სექტემბერში ალიანსის უელსის სამიტზე დაამტკიცეს. სასწავლო ცენტრში ალიანსის და ნატოს პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები მოემზადებიან.

 საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ მონაწილე გახდა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2004 წლიდან საქართველო-ნატოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0