ნატოს გენერალური მდივანი თბილისშია

© https://www.facebook.com/mfageorgiaნატოს გენერალური მდივანი თბილისშია
ნატოს გენერალური მდივანი თბილისშია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტოლტენბერგი მონაწილეობას მიიღებს კრწანისში სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის გახსნაში და საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ ქვედანაყოფს შეხვდება, რომელმაც ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებისათვის გაიარა მომზადება.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ოთხშაბათს, 26 აგვისტოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით თბილისში ჩამოვიდა. აეროპორტში მაღალი დონის სტუმარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი შეხვდა. ჩამოსვლისთანავე ნატოს გენერალური მდივანი ვახშამზე საქართველოს პრეზიდენტთან — გიორგი მარგველაშვილთან გაემართა. 

 ნატოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტის ოფიციალური ნაწილი 27 აგვისტოს დაიწყება. თბილისში სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს თამარ ბერუჩაშვილს და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხვდება. 

 ნატოს გენერალური მდივანი ასევე გვირგვინით შეამკობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს. 

 სტოლტენბერგი მონაწილეობას მიიღებს კრწანისში სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის გახსნაში და საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ ქვედანაყოფს შეხვდება, რომელმაც ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებისათვის გაიარა მომზადება. საქართველოში სასწავლო ცენტრის გახსნა ღონისძიებათა იმ პაკეტის ჩარჩოში იგეგმება, რომელიც ქვეყანას ნატოს წევრობაში უნდა დაეხმაროს. პაკეტი 2014 წლის სექტემბერში ალიანსის უელსის სამიტზე დაამტკიცეს. სასწავლო ცენტრში ალიანსის და ნატოს პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები მოემზადებიან.

 საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის ”პარტნიორობა მშვიდობისთვის” მონაწილე გახდა. ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ, 2004 წლიდან საქართველო-ნატოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა. 


ყველა ახალი ამბავი
0